მაშ ასე! გათხოვების დანიური რეცეპტი:
აიღეთ სახლში არსებული ყველაზე დიდი ქვაბი. შემდეგ აიღეთ ბრინჯი, ნაღები, კარაქი, მარილი, შაქარი და ილი (კარდამონი) აუცილებლად. ქვაბში ჩააგდეთ კარაქი, დაუმატეთ ნაღები და წამოადუღეთ, შეურიეთ ცოტაოდენი ბრინჯი. დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ, 40 -50 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. მიღებული მასა გადმოიღეთ ყველაზე დიდ თეფშზე, იმისთვის, რომ ფაფა ჭეშმარიტად საახალწლო და დანიური გამოვიდეს
თუ ჭამისას ნუშის კაკალი შეგხვდათ - თქვენ გათხოვდებით.
გაფრთხილებთ! ფაფაში არ ჩადოთ ერთზე მეტი ნუში, ასე ახალი წლის სასწაული არ იმოქმედებს. სხვა დანარჩენისთვის კი ეს ნიშანი ბედნიერ ახალ წელს მოასწავებს, შესაბამისად წაგებული არავინ რჩება.
დანიელები, ზღაპრული ერია. მათ ორი თოვლის ბაბუა ჰყავთ. პირველს, რომელიც გნომს ჰგავს - იულემანდენს ეძახიან. მეორეს პირადი ელფები ჰყავს და მას იულენისე ჰქვია.
პენი ლეინი