გავრცელებული მოსაზრებით, მამაკაცისთვის ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია, ქალს კი მის გარეშეც შეუძლია ცხოვრება. ექიმები კი ღიად აცხადებენ: ქალისთვის, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად აუცილებელია რეგულარული და ხარისხიანი სქესობრივი ცხოვრება, მისი არ არსებობა კი დიდ პრობლემებს გამოიწვევს.
სტრესი და დეპრესია
მამაკაცი ხომ საუკეთესო, ნატურალური ანტიდეპრესანტია. სქესობრივი აქტის დროს თავის ტვინი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს - ენდორფინს, რომლის ნაკლებობის შემთხვევაში დეპრესია იწყება. ფსიქოლოგები
იმუნიტეტის დაქვეითება
ექსპერიმენტების შედეგად, ვინც მინიმუმ კვირაში ორჯერ კავდება სექსით, მისი იმუნიტეტი 30%-ით ძლიერია, ვიდრე მათი, ვისაც სექსი არ აქვს. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში გაციებასა და სხვა ვირუსულ დაავადებებს ადვილად უმკლავდებიან.
უძილობა
ძილის დარღვევა - დეპრესიის ყველაზე ხშირი გამოვლინება და დადებითი ემოციების უკმარისობა. ამ ყველაფერს შედეგიანად სწორედ ფიზიკური ურთიერთობა უმკლავდება. სექსუალური აქტის დროს ფიზიკური დატვირთვის პარალელურად მოდუნებას ახერხებთ - გონებრივსაც კი. სიხარულის ჰორმონები პრობლემებზე ფიქრებს მოგაშორებთ და საშუალებას მოგცემთ მშვიდად დახუჭოთ თვალები.
ჭარბი წონა
სტრესი, რაც ინტიმის ნაკლებობითაა გამოწვეული, ადამიანს გადაძღომას აიძულებს. ორგანიზმი ასეა მოწყობილი. სქესობრივი აქტი კარგი ფიტნესიცაა, ამ პროცესში ჩართულია თითქმის ყველა კუნთი და ამასთან 200-300 კალორიამდე წვავთ.
ალკოჰოლზე დამოკიდებულება
სტრესის დროს მხოლოდ შოკოლადითა და ფუნთუშებით დაკმაყოფილება ყველას არ შეუძლია. ბევრი ფიქრობს, რომ განწყობის სწრაფი ამაღლებისთვის სპირტიანი სასმელია საჭირო და დაუფიქრებლად სვამენ. ამავე ხერხს მიმართავენ უძილობის დროს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლს უკუჩვენებებიც ახლავს.
ჰო, ჭიქა ღვინო დაგაძინებთ, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება პირიქით, ძილს დაგიკარგავთ და მეტად სტრესულს გაგხდით.
პრობლემური კანი
კვლევებმა დაადგინა, რომ ხანგრძილი უსექსობა ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. თუმცა ამასთან, მამაკაცის ჰორმონის ზედმეტი რაოდენობით მიღება ქალის კანს აცხიმიანებს და ხელს უწყობს თმის ზრდას.
პენი ლეინი