1. აღიარებენ, რომ ყველასთან საერთოს ვერ ნახულობენ
ადრე თუ გვიან, ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული აზროვნება აქვს. თუმცა თუ ვინმე არ მოგწონთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია. მას შემდეგ, რაც აღიარებთ, რომ შეუძლებელია, ყველას მოსწონდეთ, ემოციები მეორეხარისხოვანი ხდება და სწავლობთ, რომ სხვის აზრიც გასათვალისწინებელია.
2. გაგებით ეკიდებიან მათ, ვინც არ მოსწონთ
თუკი ვინმეს ქმედება გაგაღიზიანებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, უხეშად გამოხატოთ და ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდეთ,
3. თავაზიანები არიან
გახსოვდეთ, რომ ისე მოგექცევიან, როგორც თქვენ მოექცევით მათ. თუ უხეშობთ, სხვებისგანაც უხეშ პასუხს მიიღებთ. ემოციებს თქვენი მართვის უფლება არ მისცეთ და მეტი თავაზიანობა გამოიჩინეთ.
4. ესმით, რომ ყველა თავისებურად მოქმედებს
ხანდახან გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს ვითხოვთ. შეიგნეთ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად მოქმედებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის. მაშინ სხვების ქმედებები თქვენთვის სიურპრიზი აღარ იქნება.
5. კონცენტრირებული არიან საკუთარ თავზე
ვიდრე სხვა ადამიანის გაკიცხვას დაიწყებთ, დაფიქრდით რატომ რეაგირებთ ასე. ხანდახან ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს, არც საკუთარ თავში მოგვწონს და ეს მტკივნეულ ადგილზე გვეხება. დაფიქრდით ამაზე და მაშინ თქვენი რეაქცია შეიცვლება. ვიდრე ვინმეს შეცვლას გადაწყვეტდეთ, უმჯობესია მარტივად შეხედოთ მათ ქმედებებსა და ურთიერთობის მანერას.
6. შეისვენებენ და ღრმად ჩაისუნთქავენ
ზოგიერთი ადამიანის ჩვევას ხშირად წყობიდან გამოვყავართ. იქნებ ვიღაცის სულელური ხუმრობები გაღიზიანებთ ან კოლეგა გამუდმებით აგვიანებს დავალების შესრულებას და ეს გაბრაზებთ. შემდეგში კი ვიდრე ნერვების შლას დაიწყებდეთ, დაამუხრუჭეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს დაგამშვიდებთ და რაიმე სახის ძლიერი ემოციური რეაქციისგან დაგიცავთ, უკეთ იაზროვნებთ.
7. იმაზე საუბრობენ, რაც სჭირდებათ
თუ ვინმე გამუდმებით გაზარალებთ და თქვენს აზრს აკნინებს, სცადეთ მასთან საუბარი. დადანაშაულების ფრაზებს მოერიდეთ, წყნარად აუხსენით სიტუაცია, შემდეგ კი პასუხს დაელოდეთ.
8. დისტანციის დაცვა შეუძლიათ
თუ არცერთი მეთოდი არ იმოქმედებს, ჭკვიანი ადამიანები დისტანციას იჭერენ იმ ადამინებისგან, ვინც არ მოსწონთ. უბრალოდ განაგრძეთ საკუთარი გზით სვლა. ამ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევის შანსი კი იქნებ მომავალში გამოჩნდეს, ამიტომ თავს ძალიან შორს ნუ დაიჭერთ.
პენი ლეინი