22 დეკემბერი, 2015
16 მიზეზი ზამთრის შესაყვარებლად
ზამთარია... შენ შეიძლება ფიქრობ, რომ წელიწადის ეს დრო მხოლოდ მთაშია რომანტიკული, მაგრამ ცდები. გთავაზობთ 16 მიზეზს ზამთრის შესაყვარებლად.

1. სეზონების ცვლა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ჰგავს. ზამთარი ახალ შანსს გაძლევს და თავგადასავლებს გიმზადებს.

2.
გარეთ ცივა, შენს სახლში თბილა, კაკაოს ან ჩაის სვამ და ფანჯარაში იყურები. თუ თოვს ორმაგად ბენდიერი ხარ. ზამთარში არაფერია ფიფქების ცქერაზე სასიამოვნო.

3.
რამდენიმე დღესასწაული უნდა აღნიშნო: ახალი წელი, ბედობა, შობა... გასცემ და მიიღებ საჩუქრებს, სიყვარულს, სითბოს. შეიკრიბებიან შენი ოჯახის წევრები,
ნათესავები და მეგობრები. საშუალება გექნებათ ერთად კარგი დრო გაატაროთ.

4. ქალაქის ქუჩები ულამაზესი დეკორაციებით მოირთვება და ზღაპრულ სამყაროს დაემსგავსება.

5. ჩაიცვამ ახალი წლის ''პრინტით'' გაფორმებულ წინდებს და ხელთათმანებს, დაიხურავ თემატურ ქუდს და შემოიხვევ ფიფქებიან კაშნეს.

6. მიეძალები ტკბილეულს და თავს დამნაშავედ არ იგრძნობ. როგორ შეიძლება ზამთარში გოზინაყზე, ფელამუშსა და ჩურჩხელაზე უარის თქმა?

7.
შეგიძლია დაკავდე ფიგურული სრიალით. თუ არ იცით, შანსი გაქვს რომ ისწავლო.

8. ააშენებ თოვლის ბაბუას და უამრავ სურათს გადაიღებ მასთან ერთად. სოციალურ ქსელში განათავსებ, ბევრ მოწონებასა და კომენტარს დააგროვებ.

9. ნაძვის ხესა და სახლს მორთავ. მოუსმენ საახალწლო სიმღერებს. მათ შორის მერაია ქერის ,,ყველაფერი რაც საშობაოდ მინდა-ს."

10.
ოჯახისწევრებთან ან მეგობრებთან ერთად უყურებ საახალწლო ფილმებსა და მულტფილმებს, რომელიც პოზიტივითაა სავსე. ამაღლებული განწყობა მთელი ზამთრის განმავლობაში გაგყვება.

11. 2015 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე ჩაიფიქრებ სურვილს, რომელიც აუცილებლად აგისრულდება.

12. სუსხში ისეირნებ და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ. თუ ადრე ადგები თოვლში პირველი გზას გაკვალავ.

13. ქალაქში გაიმართება ღია კონცერტები და მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, სადაც ორიგინალური ნივთების შეძენას შეძლებ.

14. აუცილებლად იხილავ ულამაზეს ფოიერვერკს.

15. თოვლში გააკეთებ ანგელოზს. დაწვები და ხელ-ფეხს ეთდროულად გაამოძრავებ.

16. არ შეგაწუხებს კოღოები და სხვა სახეობის მწერები.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS