ამ პერიოდს იოლის დღესასწაულსაც უწოდებენ და როგორც აღმოჩნდა ძალების აღდგენის დროა. ეს დღესასწაული მზის დაბადების დღეს აღნიშნავს. მედიტაციისა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენების პერიოდია. 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით კარგად გააანალიზეთ თქვენი მიღწევები, განთავისუფლდით ძველი უსიამოვნებებისა და გამოუსადეგარი საგნებისგან.
ამ პერიოდს "გველის დღეებსაც" უწოდებენ,
ამ დროს დაჩქარებულია მზის ჩასვლის დრო და ბუნება განახლდებას იწყებს. დღესასწაულის ფერებია - შავი, მწვანე, თეთრი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი.
იოლის რიტუალზე ანთებენ ცეცხლს, როგორც გასული წლის შავი ნაწილის განსადევნად, ცეცხლი ეხმარება ახალდაბადებულ მზეს გაძლიერებაში და ენერგიას ჰმატებს.
ამ ცეცხლს ძლიერი გამწმენდი ძალა აქვს.
ეს დღე რაც შეიძლება ხალისიანად და ხმაურით უნდა აღინიშნოს, რაც უფრო დიდია ცეცხლი, მით მეტია შანსი, რომ ადამიანები საბოლოოდ განდევნიან ბოროტებას და მიეგებებიან მზის დაბადებას.
ეს ღამე წელიწადის ყველაზე ხანგრძლივი და ბნელი ღამეა, თუმცა სწორედ ეს ღამეა ყველაზე ჯადოსნური. მოიშორეთ წარუმატებლობაზე ფიქრი და იამაყეთ საკუთარი მიღწევებით, გადაეშვით თქვენს სამომავლო ოცნებებში, მოუხმეთ ფანტაზიას, დაგეგმეთ, ჩაიფიქრეთ სურვილები და იოცნებეთ.
პენი ლეინი