ახალი წელი გვიახლოვდება. ბევრი თქვენგანი ალბათ შეშინებულია, რომ წონაში მოიმატებს. გთავაზობთ დიეტოლოგების 4 ხრიკს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც ყველა კერძს დააგემოვნებთ და თან ფიგურასაც შეინარჩუნებთ.
1. არ დაარღვიოთ კვების რეჟიმი
თუ საღამოს საახალწლო წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული, მთელი დღე არ იშიმშილოთ, მიირთვით მსუბუქი საუზმე და ლანჩი. წინააღმდეგ შემთხვევაში საღამოს საკვებს მიეძალებით. 6 საათის შემდეგ კუჭი აქტიურად აღარ მუშაობს, ამიტომ კერძს ვერ მოინელებს. დაგეწყებათ გულძმარვა, მუცლის არეში სიმძიმეს ან ტკივილს იგრძნობთ. ამას გარდა მიღებული ულუფა არ გაიწოვება და ცხიმად დაგროვდება ორგანიზმში.
მიეძალეთ კერძებს, როელიც ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს. ნაკლები ზოდით მიირთვით ცხიმიანი საჭმელები, შემწვარი ღორის ხორცი და ტკბილეულობა. როგორც ხედავთ, დიეტოლოგები სრულიად არ გიკრძალავენ არაჯანსაღ საკვებს.
3. საკუთარ თავს 20 წუთი მიეცით
კვების პროცესი რამდენიმე ნაწილად დაყავით. მაგალითად, პირველ ჯერზე მიირთვით ხაჭაპური, საცივი და რომელიმე სალათა. ადექით და ოთახში გაიარგამოიარეთ. 20 წუთი მაგიდას არ მიუახლოვდეთ. ამ დროში თქვენი ტვინი გადაწყვეტს, კიდევ შია, თუ - არა. თუ შიმშილის გრძნობა კვლავ გაწუხებთ, გადადით მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპის შემდეგაც 20 წუთიანი ინტერვალი აიღეთ.
4. ალკოჰოლს წყალი დააყოლეთ
გაზიანი სასმელები და ნებისმიერი ალკოჰოლი ძალიან კალორიულია. დღესასწაულებზე ყველანი ვსვამთ. თუ გსურთ, რომ სასმელი წონაში მატების მიზეზი არ გახდეს, ყოველ მომდევნო ჭიქამდე წყალი დალიეთ. მაგალითად, პირველი სადღეგრძელო გასულ წელს მიუძღვენით და მადლობა გადაუხადეთ, ღვინის ბოკალის დაცლის შემდეგ მიიღეთ ერთი ან ნახევარი ჭიქა წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით მეორე სადღეგრძელოზე.
რადა მახარაძე