22 დეკემბერი, 2015
10 მომენტი, როდესაც ბავშვობაში დაბრუნება გვინდა
ბავშვობაში გვგონია, რომ როდესაც გავიზრდებით სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოვიცნობთ. სინამდვილეში ასაკის მატებასთან ერთად კითხვები მრავლდება, პასუხები კი სულ უფრო და უფრო იშვიათდება. ასაკი ვალდებულებებს გვაკისრებს საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების მიმართ. ალბათ ყველას ცხოვრებაში ბევრჯერ დამდგარა მომენტი, როცა წარსულში დაბრუნება მოგდომებიათ. სტატიაში თავი მოვუყარეთ 10 მსგავს შემთხვევას:

1. შაბათი დილა
ბავშვობაში შაბათ დილას ჩვენი ერთადერთი ,,საქმე" მულტფილმის ყურება იყო. სახალისო და საინტერესო ანიმაცია გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე სახლის დალაგება, სადილის მომზადება და პროდუქტის საყიდლად წასვლა.

2. შობის
ან ახალი წლის დილა
გახსოვთ, რა ჯადოსნური გეჩვენებოდათ სამყარო, სანამ თოვლის ბაბუის გჯეროდათ? ერთი სული გქონდათ დილას გაგეღვიძათ და ბალიშის ან ნაძვის ხის ქვეშ მის მიერ დატოვებული საჩუქრები აღმოგეჩინათ. ახლა თავად გახდით თოვლის ბაბუა და თქვენს გახარებაზე აღარავინ ფიქრობს.

3. როცა მეგობართან ერთად ათენებთ ღამეს
ადრე ღამით არავინ გაწუხებდათ. შეგეძლოთ, საათობით გეჭორავათ, გეცინათ, გეცეკვათ, ფილმისთვის გეყურებინათ, ახლა მისი ქმარი/შეყვარებული წამდაუწუმ რეკავს ან თქვენს მეგობარს ემესიჯება.

4. როცა ბარგს ალაგებთ
იყო დრო, როცა ერთ ჩანთაში ეტეოდა კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, ფუმფულა სათამაშო და კაბა. ახლა უკვე საათობით ალაგებთ ჩემოდნებს და მათი გადაზიდვაც გიჭირს.

5. როცა გარეთ წვიმს
წვიმა მომენტალურად ხასიათს გიფუჭებთ, რადგან საქმიან შეხვედრაზე გეჩქარებათ, თქვენ კი ქოლგა არ გაქვთ. ქუჩაში სიარულსას ერიდებით გუბეებს, რომ არ დასველდეთ და არ დაისვაროთ. ბავშვობაში კი წვიმაში დარბოდით, ცეკვავდით, ტრიალებდით და გუბურებში ფეხებს აჭყაპუნებდით.

6. როცა ტანსაცმელი უნდა აარჩიო
ბავშვობაში დედა თქვენ მაგივრად არჩევანს აკეთებდა, ამინდისა და ადგილის შესაფერისად გაცმევდათ. რაც მთავარია, სამოსს რეცხავდა და აუთოებდა.

7. როცა გამყიდველს ევაჭრებით
ბავშვობაში ფულის დაზოგვა არ გჭირდებოდათ, ოჯახის მენეჯმენტზე მშობლები ზრუნავდნენ, თქვენთან მზა სადილი მოდიოდა, მხოლოდ უნდა გეჭამათ. ახლა გულდასმით ანაწილებთ თანხას. ცდილობთ, მაქსიმალურად ეკონომიური იყოთ, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანოთ.
Rating
8. როცა ერთადერთი ხართ ვისაც სისუფთავე ანაღვლებს
ბავშვობაში სკოლიდან/ბაღიდან შინ დაბრუნებული თოჯინებს გადმოყრიდით და თამაშობდით. დედა კი ყოველთვის თქვენ მაგივრად ალაგებდა. ახლა, როცა დიდი ხართ, სისუფთავეზე თავად გიწევთ ზრუნვა.

9. როცა ხედავთ, რომ თქვენი მშობლები ბერდებიან...
გეშინიათ,  რომ მათ დაკარგავთ და იცით, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება. ნატრობთ უდარდელ ბავშვობაში დაბრუნებაზე. მაშინ გჯეროდათ, რომ დედ-მამა მარადიულად იცოცხლებდა.

10. როცა ბავშვების სიცილი გესმით
სამსახურიდან შესვენებაზე გამოდიხართ და სკვერში ლანჩს მიირთმევთ. ბავშვები თქვენ წინ თამაშობენ და დახტუნაობენ. მათი უდარდელი გამომეტყველება და სიცილი წარსულში დაბრუნების სურვილს გიჩენთ. გინდათ, რომ უფრო ხშირად ბედნიერი იყოთ, ვიდრე უბედური. ეს კი დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენლად გეჩვენებათ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS