22 დეკემბერი, 2015
სასწრაფოდ გათხოვების 5 მიზეზი
თითქმის ყველა თქვენი დაქალი ოცნებობს, რომ თეთრ კაბაში გამოეწყოს და თავის მეორე ნახევარს სამუდამო სიყვარული შეჰფიცოს, თქვენ კი ქორწილის მიმართ გულგრილი ხართ? თქვენი კარგად მესმის. ამის მიუხედავად, სანამ დაოჯახებაზე საბოლოოდ იტყვით უარს, გათხოვების დადებითი მხარეებიც გაიხსენეთ.

1. ცხოვრებაში ახალი საინტერესო ეტაპი დაიწყება
თქვენი ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, თითოეული დახუნძლულია ემოციებით, იმედგაცრუებით, სიხარულით, ტკივილით. მათი გადალახვის შემდეგ უფრო გამოცდილი ხართ, ბედნიერებას აფასებთ და ახალ-ახალ პრობლემებსაც ადვილად უმკლავდებით. ოჯახის შექმნა რთულია, ხშირად კომპრომისზე წასვლაც მოგიწევთ, მაგრამ არაფერია იმაზე სასიამოვნო,
ვიდრე საყვარელ ადამიანებზე ყოველდღიურად ზრუნვა და საპასუხოდ მათგან სიყვარულის მიღება.

2. არ შეგაწუხებთ ეჭვი
გაუთხოვარი ქალები გულის სიღრმეში ფიქრობენ: რა მოხდებოდა, რომ დავოჯახებულიყავი? გათხოვების შემთხვევაში გაიგებთ, როგორია ოჯახური ცხოვრება, რა პლუსები და მინუსები აქვს, ჩამოყალიბდებით რისი ატანა შეგიძლიათ, ან რა არის თქვენთვის ყოვლად მიურღებელი. გაითვალისწინეთ, რომ თუ უბედური იქნებით ქმართან დაშორება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

3. ცოლის სტატუსის ტარება სასიამოვნოა
როდესაც საზოგადოებაში მეორე ნახევართან ერთად გამოჩნდებით, კაცი კოლეგებს ეტყვის, რომ მისი ცოლი ხართ. დამიჯერეთ, ეს სიამაყის გრძნობით აგავსებთ და უფრო თავდაჯრერებულს გაგხდით. მსოფლიოში უამრავი ქალია, მაგრამ მან მაინც და მაინც თქვენ აგირჩიათ. მიხვდებით, რომ განსაკუთრებული ხართ და კიდევ უფრო მეტად შეიყვარებთ საკუთარ თავს.

4. დაცულად იგრძნობთ თავს
გვჯერა, რომ ძლიერი ქალი ხართ და პრობლემებს დამოუკიდებლადაც ართმევთ თავს, მაგრამ ცხოვრება უფრო ადვილია როდესაც ქმარი მორალურად და ფინანსურად მხარში გიდგათ. ვერავინ გაწყენინებთ, ვერავინ დაგჩაგრავთ, ვერავინ გაგიბედავთ შეურაცხყოფის მოყენებას, რადგან ეცოდინებათ, რომ თქვენი მეუღლე კბილებით დაგიცავთ.

5. სიბერეში გაიხსენებთ ქორწილის დღეს
ასაკში შესვლასთან ერთდ ადამიანები უფრო და უფრო ხშირად უბრუნდებიან წარსულს: ათვალიერებენ სურათებს, უყურებენ ვიდეოებს, იხსენებენ სასიამოვნო დღეებს. ქორწილი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონებაა. ქორწილზე დედოფალი ყველაზე ლამაზია და თან ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ლოცავენ, საჩუქრებს უძღვნიან, ცდილობენ ასიამოვნონ, ეცეკვებიან და უმღერიან.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS