პირველ რიგში, შექმენით რომანტიკული და ინტიმური ატმოსფერო. დაივიწყეთ ტრადიციული სუფრა და წეს-ჩვეულებები. შეიძინეთ არომატული სანთლები და ცოცხალი ყვავილები. მორთეთ ოთახები. ეცადეთ, დააყენოთ წითელი შუქი. ეს ფერი აღაგზნებს ადამიანს.
დარწმუნდით, რომ საძინებელში სქელი ფარდები გიკიდიათ, დღის სინათლემ მყუდროება არ უნდა დაგირღვიოთ. სახლი გაანთავისუფლეთ რბილი სათამაშოებისგან, წიგნებისა და საბუთებისგან.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩაცმულობასაც. მოაწყვეთ მასკარადი. გახდით სექსუალური ,,სნიგურაჩკა" ან იდუმალი შავი კატა. მამაკაცს სთხოვეთ, დაიხუროს თოვლის ბაბუის ქუდი.
გადაათვალიერეთ კამასუტრა და აარჩიეთ რამდენიმე ისეთი პოზა, რომელიც ჯერ არ გიცდიათ.
სასიამოვნო ახალი წელის ღამეს გისურვებთ.
ანდრეა ნარიანი