21 დეკემბერი, 2015
ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2016 წელს სექსით შეხვდეთ
ასტროლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის ღამესა და 2016 წლის 1 იანვრის გამთენიისას წყვილები აუცილებლად სექსით უნდა დაკავდნენ. თადარიგი დაიჭირეთ, ბავშვები მშობლებს დაუტოვეთ და სახლში განმარტოვდით.

პირველ რიგში, შექმენით რომანტიკული და ინტიმური ატმოსფერო. დაივიწყეთ ტრადიციული სუფრა და წეს-ჩვეულებები. შეიძინეთ არომატული სანთლები და ცოცხალი ყვავილები. მორთეთ ოთახები. ეცადეთ,  დააყენოთ წითელი შუქი. ეს ფერი აღაგზნებს ადამიანს.

დარწმუნდით, რომ საძინებელში სქელი ფარდები გიკიდიათ, დღის სინათლემ მყუდროება არ უნდა დაგირღვიოთ. სახლი გაანთავისუფლეთ რბილი სათამაშოებისგან, წიგნებისა და საბუთებისგან.

თუ საჭმელს თავად ამზადებთ და არ უკვეთავთ, აქცენტი აფროდიზიაკებზე გააკეთეთ, უფრო კონკრეტულად: ზღვის პროდუქტზე, თხილეულზე, ჩირზე, არაჟანზე, შოკოლადზე, თაფლსა და ბროკოლზე. დაივიწყეთ სალათა ,,ოლივიე." კერძებში გაურიეთ არომატული ზეთები, რომელიც ინტიმურ განწყობას ამაღლებს.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩაცმულობასაც. მოაწყვეთ მასკარადი. გახდით სექსუალური ,,სნიგურაჩკა" ან იდუმალი შავი კატა. მამაკაცს სთხოვეთ, დაიხუროს თოვლის ბაბუის ქუდი.

გადაათვალიერეთ კამასუტრა და აარჩიეთ რამდენიმე ისეთი პოზა, რომელიც ჯერ არ გიცდიათ.
სასიამოვნო ახალი წელის ღამეს გისურვებთ.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS