1. თქვენ ქმრისთვის მეორე დედა ხდებით
ქორწინების შემდეგ პასუხისმგებლობის უდიდეს ნაწილს საკუთრ თავზე იღებთ, ყოველდღიურად ამზადებთ კერძებს, აწესრიგებთ სახლს, ზრუნავთ თქვენი მეუღლის გარდერობზე, ურეცხავთ სარეცხს, უუთოვებთ, ახსენებთ, რომელი ნივთი სად უდევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი დედად აგღიქვამთ და თქვენი შრომის დაფასებას წყვეტს, ვინაიდან დედა შვილს უანგაროდ ემსახურება და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს.
2. ტირანი ხართ
არსებობენ პედანტი ქალები, რომელთა სახლშიც ყველაფერი თავის ადგილას უნდა იდოს. ამ ქალების სახლი მუზეუმს ემსგავსება და საცხოვრებლად არაკომფორტულია. მამაკაცი კი სიმყუდროვისკენ მიისწრაფის. ამ სტილის ქალებს მბრძანებლობა და ყველაფრის კონტროლი უყვართ, მათ შორის მამაკაცის. ცდილობენ, მეორე ნახევარი თავიდან აღზარდონ. პატივი ეცით თქვენი ქმრის ინდივიდუალიზმს, ნუ მოსთხოვთ ყველა საკითხში დაგეთანხმოთ, ნუ ეჩხუბებით წვრილმანებზე და პატარა ბავშვივით ნუ აკონტროლებთ.
3. სექსში მოსაწყენი ხართ
თავიდან ყველა წყვილის სექსი ვნებიანია. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალი ინტიმში ინდიფერენტული ხდება. მამაკაცს ერთი და იგივე პოზიციები ბეზრდება, ამიტომ ახალ შეგრძნებებს სხვასთან ეძებს.
4. სილამაზის სალონში უფრო დიდ დროს ატარებთ ვიდრე სამსახურში ან სახლში
რა თქმა უნდა, თავს უნდა მოუაროთ და გამოიპრანჭოთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ქმრისთვის ქალი უინტერესო ხდება თუ მას სალონისა და კოსმეტიკური საშუალებების გარდა სასაუბრო თემა არ აქვს.
ანდრეა ნარიანი