21 დეკემბერი, 2015
სააბაზანოში სექსის დადებითი და უარყოფითი მხარეები
სააბაზანოში სქესობრივი კავშირი ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით რუსეთსა და ამერიკაში. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გქონიათ სექსი ცხელი წყლის ქვეშ, მაგრამ გაინტერესებთ, აუცილებლად გაეცანით სტატიას. გთავაზობთ აბაზანაში სექსის დადებით და უარყოფით მხარეებს:

დადებითი:

1. თბილი და კომფორტული გარემო ადამიანს ეროტიკულ განწყობაზე აყენებს. ნერვული დაბოლოებები მოდუნებულია. სააბაზანოში თავს მსუბუქად იგრძნოთ. ორთქლი გაგაბრუებთ და სინდისის ქენჯნას არ იგრძნობთ, მაშინაც კი თუ თავში ძალიან გარყვნილი აზრები მოგივათ. სხვა შემთხვევაში ასეთ კონდინციამდე მხოლოდ ალკოჰოლი მიგიყვანთ.

2. სამოსის გახდის პრობლემა ავტომატურად მოგვარებულია. კაცს
აღარ უწევს ლიფის შესაკრავთან ბრძოლა. თავიდან იშორებთ უხერხულ მომენტებს, მაგალითად მაისურის გახდისას ცხვირის ტკენას.

3. ვერ იღებთ ჩვეულ პოზებს, რომელიც საწოლშია მოსახერხებელი, გიწევთ ექსპერიმენტების ჩატარება. იღრმავებთ სექსუალურ გამოცდილებას, უკეთესად უგებთ პარტნიორსაც და საკუთარ თავს. რაც მთავარია, სექსი მრავალფეროვანი ხდება.

4. ცხელი წყალი მამაკაცს ერექციაში ეხმარება.

უარყოფითი:

1. სააბაზანოში სექსი გამოცდაა თქვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით გულ- სისხლძარღვთა სისტემისთვის. ორთქლი და ცხელი წყალი აფართოებს თქვენს ძარღვებს, სისხლი სწრაფად იწყებს მიმოქცევას, აგიწევთ წნევა, ამას დაემატება სექსუალური აღგზნება და შეიძლება ცუდად გახდეთ. გამორიცხული არ არის დაგეწყოთ სისხლდენა ცხვირიდან, დაკარგოთ გონება, არ გეყოთ ჰაერი და ა.შ.

2. სააბაზანოში სექსის შემდეგ შეიძლება სხვა ადგილას ინტიმურმა კავშირმა დიდი სიამოვნება ვეღარ მოგანიჭოთ და პარტნიორთან ინტიმური პრობლემები შეგექმნათ.

3. წყალი გამოაშრობს ვაგინას და დაგჭირდებათ ლუბრიკანტების დახმარება. ფრთხილად იყავით ლუბრიკანტი ძირს არ დაგესხათ, შეიძლება ფეხი დაგიცდეთ და დაეცეთ.

4. სააბაზანოში სექსის დროს ვერ გამოიყენებთ პრეზერვატივს, შესაბამისად ნაკლებად დაცული ხართ და დაავადებების რისკი იზრდება.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS