21 დეკემბერი, 2015
საახალწლო რიტუალები - როგორ უნდა ნახოთ სიზმრად მომავალი მეუღლე
ჩანაფიქრები და რიტუალები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს ან ახალი წლის ღამეს ტარდება სხვადასხვაგვარია. ბევრი მათგანი მიმართულია მომავალი წლის უკეთესობისკენ შეცვლისთვის, ახალი წარმატების, ფინანსური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მოსაზიდად. ვიდრე რაიმე რიტუალს წამოიწყებდეთ, გახსოვდეთ, რომ უარყოფითი ენერგეტიკისგან აბსოლუტურად უნდა განთავისუფლდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჩანაფიქრი არ იმოქმედებს.

რიტუალი, რომელიც საყვარელ ადამიანს მიიზიდავს
თუ ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად შეხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ არ პასუხობს თქვენს გრძნობებს, ჩაატარეთ შემდეგი მარტივი პროცედურა. სთხოვეთ, ახალი წლის სუფრიდან ვაშლი ხელში მოგაწოდოთ. ვაშლი
არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ და ჩუმად გადამალეთ. მოგვიანებით ნაძვის ხეზე მოათავსეთ. დილით, გაღვიძებისთანავე, აიღეთ ვაშლი, ამოჭეღით გული, საყვარელი ადამიანის სახელი ფურცელზე დაწერეთ და ჩადეთ.
ვაშლი წითელი ძაფით განასკვეთ და თბილ ადგილას შეინახეთ, სადაც ვერავინ შეამჩნევს. ვიდრე ვაშლი გახმება, საყვარელი ადამიანი აუცილებლად გამოიჩენს თქვენს მიმართ ყურადღებას, რაც მომავალი სიყვარულის საწინდარი იქნება. ამ რიტუალის შესახებ არავინ უნდა გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალას დაკარგავს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ნახოთ სიზმარში მომავალი მეუღლე რამდენიმე რიტუალი შეგიძლიათ განახორციელოთ- გთავაზობთ ვარიანტებს:

1. აიღეთ ვერხვის ტოტი, შემოახვიეთ იმ ტანსაცმლის ძაფი, რომელსაც ატარებთ. ძილის წინ თავქვეშ დაიდეთ. ამასთან გამუდმებით უნდა იფიქროთ, რომ აუცილებლად დაგესიზმროთ საბედო. დაიწყეთ თვლა ათიდან ექვსამე და სცადეთ დაძინება. მამაკაცი, რომელსაც სიზმარში ნახავთ, შესაძლოა, ის იყოს თქვენი მომავალი მეუღლე.

თუმცა გახსოვდეთ, სიზმარი ალეგორიულიცაა, ამიტომ თუ დაგესიზმრათ ცნობილი უცხოელი მომღერალი ან მსახიობი, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენი მომავალი მეუღლე უცხოელი იქნება.

2. მომავალი ქმრის ვინაობის გასაგებად ძალიან ხშირად გამოიყენება სარკე. მოდუნდით და კონცენტრირდით მხოლოდ მომავალ მეუღლეზე. აიღეთ სარკე და დააწერეთ სიტყვა "სიყვარული". გაახვიეთ სარკე სუფთა ნაჭერში და ბალიშქვეშ დაიდეთ. დაძინებამდე იმეორეთ სასურველი შეკითხვა და მაშინ შანსი კიდევ უფრო დიდია, რომ ის ერთადერთი დაგესიზმრებათ.

თუ ჩანაფიქრი მომავალ მეუღლეს არ ეკუთვნის, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაგესიზმრებათ, შესაძლოა, სხვა მოვლენებს პროგნოზირებდეს.

სიმპათიური და მოვლილი ახალგაზრდა ყმაწვილი - მიგანიშნებთ, რომ სირთულეებს გაუმკლავდებით. შეუხედავი და არასასიამოვნო ახალგაზრდა კი მომავალში უსიამოვნო შემთხვევებს გიქადით.

თუ სიზმარში გოგონა მამაკაცს კოცნის, მალე მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მხრიარული და ხუმარა ბიჭი კი ოჯახში სიხარულს გპირდებათ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS