1. თუ თქვენ ჩანთას ცალ მხარეს იკიდებთ...

ბუნებით თავისუფალი ადამიანი ხართ. არ მოგწონთ როდესაც ვინმე ან რამე გზღუდავთ. მეგობრებისა და ოჯახისწევრების რჩევებს ისმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც დამოუკიდებლად იღებთ. თქვენ არაჩვეულებრივად ერკვევით საკუთარ სურვილებში და დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევთ. გავიხსენოთ ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ალბა, რომელიც სწორედ ამ სტილის ჩანთას
2. თუ თქვენ ჩანთას შვეულად იკიდებთ...

სიფრთხილით გამოირჩევით და ცოტა მორცხვიც ხართ. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ. ერიდებით ხმაურიან ადგილებს, მშვიდ გარემოში წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება გირჩევნიათ. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერის დონეზე სამყაროსი ეშინიათ და გაუცნობიერებლად მუდამ ცდილობენ თავის დაცვას.
3. თუ ჩანთას მკლავით ატარებთ...

გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი გახასიათებთ. თქვენი გაცნობის შემდეგ ადამიანები ფიქრობენ, რომ სხვებს არ გავხართ. ზოგს აშინებთ, ზოგს კი პირიქით, ძალიან იზიდავთ. ცხოვრების აქტიური რიტმი გაქვთ, ხშირად გეჩქარებათ, ამიტომ ჩანთის დაუდევრად მიგდებაც იცით.
4. თუ ჩანთას მაჯით დაატარებთ...

კარიერისტი ქალი ხართ, რომელსაც თან არა ერთი ნივთი დააქვს. თქვენი ჩანთა ტევადია და თითოეული განყოფილება ორგანიზებულად გაქვთ ათვისებული. ასევე შეიძლება იყოთ დედა. ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, დიდ ჩანთებს ამჯობინებს.
5. თუ ჩანთას საერთოდ არ ატარებთ...

მდიდარი და გავლენიანი ქალი ბრძანდებით. ჩანთის ტარებით თავს არ იწუხებთ, რადგან არა ერთი დამხმარე გყავთ. ამ შემთხვევაში შეუძებელია, არ გაგვახსენდეს კიმ კარდაშიანი.
რადა მახარაძე