20 დეკემბერი, 2015
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ინტიმური დეტალები - ყველაფერი, რაც შეგეშინდათ და ვერ იკითხეთ
ვერძი
ვერძებს მიზნის მიღწევა ყოველთვის სურთ. ყველაფერს ყოველთვის ისე აკეთებთ, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და მარტოობა არ გაშინებთ. მათთვის სასიყვარულო ურთიერთობაში "გაცემისა და მიღების" პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ გახსოვდეთ, რაიმეს მისაღებად, მცირეოდენი გაცემაა აუცილებელი.

კურო
კუროები მზად არიან პასუხისმგებლობა მაშინვე აიღონ საკუთარ თავზე. ხშირად, პარტნიორის კარგად შესაცნობად დრო საერთოდ არ სჭირდებათ. გსურთ, რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის და თუ რაღაც ისე ვერ არის, რუტინაზე იციკლებით. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ.

ტყუპი
ხშირად ტყუპი მზად არ არის
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ეცადეთ, მეორე ნახევართან მეტი დრო გაატაროთ. თავი ისე ნუ მოგაქვთ, თითქოს ზურგს უკან ბოროტ ტყუპისცალს მალავდეთ.

კირჩხიბი
კირჩხიბებს გრძნობების გამოხატვა არ უყვართ. ურჩევნია, ჭურში ჩაიკეტოს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ნუ დაუშლით სხვებს რაიმე გასწავლოთ, ამასთან ვინმეს ძალიან მძიმედ ნუ დააწვებით.

ლომი

ლომის მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთულია. ყველაფერში პირველობა გსურთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი პარტნიორთან ურთიერთობაში ყოველთვის დომინანტობას ცდილობს.

ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს დიდი დრო სჭირდება, რათა პარტნიორის სანდოობაში დარწმუნდეს და თავი საჭიროდ იგრძნოს. სწორედ ამიტომ, პარტნიორთან პრობლემები ხშირად გექნებათ. გახსოვდეთ, ყოველ ადამიანს აქვს ნაკლი, ამიტომ მათზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ეს თქვენს ურთიერთობას დაანგრევს.

სასწორი
სასწორი დაბალანსებული და ორგანიზებული ადამიანია. თქვენთან ადამიანები თავს კომფორტულად გრძობენ. ხანდახან ძალიან უდარდელი ხართ, ხანდახან ცხოვრების ინტერესს კარგავთ, როცა ეს აბსოლუტურად არ არის საჭირო. იყავით უფრო მტკიცე და გჯეროდეთ საკუთარი თავის.

მორიელი
ადამაინებს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის ხშირად ეშინიათ, ამიტომ ვინმესთან დაახლოებას ადვილად ვერ ახერხებთ. სიახლოვეს არ გაურბიხართ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაქვთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გულწრფელობა ცხოვრებისთვისაა გამოსადეგი, მაგრამ არა რომანტიკული ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ფიცხი ხასიათი აქვთ და ხშირად უხეშობენ. ბევრ ადამიანს ხვდებიან, ვიდრე იმ ერთადერთს არ იპოვიან. და მხოლოდ მაშინ მალავენ კუდს. მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ.

თხის რქა
ვინმესთან დაახლოებას ადვილად ვერ ახერხებთ. სიახლოვეს არ გაურბიხართ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაქვთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გულწრფელობა ცხოვრებისთვისაა გამოსადეგი, მაგრამ არა რომანტიკული ურთიერთობისთვის.


მერწყული
მერწყული გრძნობებს ლოგიკით ანაცვლებს, ამიტომ პარტნიორთან ძალიან თავშეკავებული და ცივია. თავისუფლების დაკარგვა გაშინებთ და ახლოს არავის უშვებთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან სასიამოვნო ხალხია, მაგრამ ხშირად თვითრეალიზებას ვერ ახდენენ. ქამელეონი ხართ. თევზებს ხანდახან გადაკარგვის სურვილი აქვთ. თავს ზედმეტ საზღვრებს უქმნით. გაანგრიეთ კედლები და იყავით ის, ვინც ხართ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS