20 დეკემბერი, 2015
როგორ შეიცვლება თქვენი სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ყველა მომავალ დედას აინტერესებს, როგორ შეიცვლება მისი სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ. ამ სტატიაში გთავაზობთ 3 სავარუდო ცვლილებას.

1. დროებით თავშეკავებულობა
ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სისხლდენა აქვს. ამ გზით საშვილოსნო თავისუფლდება და მისი ქსოვილები აღდგენას იწყებს. ქალისთვის ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია, თუმცა ხანდახან ჩვეულებრივ მენსტრუაციას ემსაგვსება. სისხლდენა 2-3 კვირაში უნდა შეწყდეს. მაგრამ არ შეშინდეთ თუ ის 6 კვირამდეც გაგრძელდება. ექიმები გირჩევენ, რომ მშობიარობის შემდეგ ნახევარი წელი სქესობრივ აქტს მოერიდოთ. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ღიაა ინფექციებისა
და ბაქტერიებისთვის. სექსი დაავადების შეყრის რისკს ზრდის. ინტიმურმა კავშირმა შეიძლება, ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანის მწვავე ანთება - გამოიწვიოს. თუ თავს ვერაფრით იკავებთ, გამოიყენეთ პრეზერვატივი.

2. ტკივილის შეგრძნება
მშობიარობა ქალისთვის ფიზიკური ტრამვაა. კაცები ვერც კი წარმოიდგენენ, რამხელა ტკივილის ატანა უწევთ დედებს. მაშინაც კი თუ გართულებების გარეშე იმშობიარეთ და საშოს გაკერვა არ დაგჭირდათ, საავადმყოფოდან გამოწერის შემდედ პერიოდული ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები შეგაწუხებთ. ალბათ გასკავირი არ არის რომ სექსიც მტკივნეული იქნება, მაშინაც კი თუ ლუბრიკანტს გამოიყენებთ. არ გეგონოთ, რომ საკეისროს შემთხვევაში ტკივილი ნაკლებია. ნაკერის შეხორცებას მეტი დრო სჭირდება.

3. ფსიქოლოგიური მომენტი
ქალები მშობიარობის შემდეგ კომპლექსებით ივსებიან, საკუთარი მოშვებული და გასუქებული სხეული არ მოსწონთ. ასევე სექსის პროცესში მკერდიდან შეიძლება რძე წამოვიდეს. ეს ფაქტი ქალს დიდ დისკომფორტს უქმნის. ორსულობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, დროის სწორად გადანაწილება. თავიდან ბოლომდე ბავშვზე არ უნდა გადაერთოთ. ეცადეთ, ძველი ფიგურა დაიბრუნოთ და ქმარსაც დაუთმოთ ყურადღება. შვილი სიყვარულის ნაყოფია, ამიტომ ოჯახის დანგრევის მიზეზად არ უნდა იქცეს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS