19 დეკემბერი, 2015
ხეების ენერგეტიკა და მათი სამკურნალო თვისებები, ამის ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ
ალბათ ყველამ იცით, რომ თითოეული ხე ენერგეტიკის მატარებელია. ის შესაძლოა, თქვენთვის მკურნალი, მფარველი და ძალის მომცემი გახდეს. მთავარია, იცოდეთ მათი ძირითადი საიდუმლოებები:

ტყემალი (ვარდისნაირნი) - არეგულირებს ნერვულ სისტემას, დაგეხმარებათ დეპრესიის დროს, ასევე ანორექსიისა და ბულემიის შემთხვევაში.

ქლიავის ხე - სასარგებლოა ნარკომანიასთან და ალკოჰოლთან ბრძოლისას. ასევე დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისას.

არყის ხე - ახალგაზრდობისა და სილამაზის ხე. მოჰყავს კანი ტონუსში, აღადგენს მის სტუქტურას, წმენდს ნაწიბურებისა და ნაიარევებისგან. დაგამშვიდებთ სულიერი ტრავმის გადატანის შემდეგ.

წიფელი - კურნავს
რინიტს, ასთმას, კონიუკტივიტსა და დერმატიტს. ადამიანებთან ურთიერთობაში გაგხდით მეტად კონტაქტურსა და მოქნილს.

თელა
- დაგეხმარებათ სხვადასხვაგვარი ტკივილის დროს -კბილის ტიკივილი, სახსრების ტკივილი, შაკიკი, მენსტრუალური ტკივილი. თელაზე დამზადებული კრემი გიხსნით ვენური დაავადებებისა და შეშუპებისგან.

ყურძენი - კარგია ფურუნკულისა და კისტოზური წარმონაქმნების დროს. ებრძვის ანთებით პროცესებს. ეხმარება ბავშვებს, რომლებიც თამაშში მონაწილეობას ვერ იღებენ. მოზრდილებს კი საზოგადოებაში მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს და ლიდერულ თვისებებს გამოუმუშავებს.

მუხა - კურნავს პროსტატიტს, აჯანსაღებს მამაკაცის ორგანიზმს.

ტირიფი - წინაპრებთან კავშირის სიმბოლო. კურნავს სინუტიტს, ბრონქიტს, ჰაიმორიტს, ნეიროდერმიტს, რევმატიზმს, ართრიტს, არეგულირებს წნევას. ტირიფი დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების გაგანიერებისას, ასევე თირკმლის პრობლემისას. მოგიხსნით გაღიზიანებას.

ტკბილი წაბლი (კეთილშობილი) - ეს ხე დაკავშირებულია აღორძინებასთან, ფენიქსთან. ანთავისუფლებს სუიციდური ფიქრებისგან. დაგეხმარებათ სასოწარკვეთისას, ასევე სულიერი ზრდასა და თავიდან დაბადებაში.

ბერძნული ნიგოზი
- ეს ხე ორსულთათვისაა. ყოველთვის თან ატარეთ ამ ხის ფოთოლი, ტოტი ან ნაყოფი - ბავშვი ჯანმრთელი, ლამაზი და ძლიერი დაიბადება. დაგირეგულირებთ მენსტრუაციას და მოგიხსნით ტკივილებს, სისუსტეს, დისკომფორტს.

ვერხვი - ორგანიზმიდან გამოდევნის ნებისმიერ სიბინძურეს. ამცირებს მემკვიდრეობითი და კარმული დაავადებების რისკს. გაგანთავისუფლებთ გაურკვეველი ტკივილებისა და შიშისგან.

ველური ვაშლის ხე - კურნავს დერმატიტს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, მეჭეჭებს, თირკმლიდან გამოდევნის ქვებს, გაგანთავისუფლებთ მავნე ჩვვებისგან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
BAIA
ამ ხის ტოტები როგორ გამოვიყენოტ?მოვხარსჰოტ და ვსვატ? ტუ როგორ?
16:33 / 20-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS