ტყემალი (ვარდისნაირნი) - არეგულირებს ნერვულ სისტემას, დაგეხმარებათ დეპრესიის დროს, ასევე ანორექსიისა და ბულემიის შემთხვევაში.
ქლიავის ხე - სასარგებლოა ნარკომანიასთან და ალკოჰოლთან ბრძოლისას. ასევე დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისას.
არყის ხე - ახალგაზრდობისა და სილამაზის ხე. მოჰყავს კანი ტონუსში, აღადგენს მის სტუქტურას, წმენდს ნაწიბურებისა და ნაიარევებისგან. დაგამშვიდებთ სულიერი ტრავმის გადატანის შემდეგ.
წიფელი - კურნავს
თელა - დაგეხმარებათ სხვადასხვაგვარი ტკივილის დროს -კბილის ტიკივილი, სახსრების ტკივილი, შაკიკი, მენსტრუალური ტკივილი. თელაზე დამზადებული კრემი გიხსნით ვენური დაავადებებისა და შეშუპებისგან.
ყურძენი - კარგია ფურუნკულისა და კისტოზური წარმონაქმნების დროს. ებრძვის ანთებით პროცესებს. ეხმარება ბავშვებს, რომლებიც თამაშში მონაწილეობას ვერ იღებენ. მოზრდილებს კი საზოგადოებაში მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს და ლიდერულ თვისებებს გამოუმუშავებს.
მუხა - კურნავს პროსტატიტს, აჯანსაღებს მამაკაცის ორგანიზმს.
ტირიფი - წინაპრებთან კავშირის სიმბოლო. კურნავს სინუტიტს, ბრონქიტს, ჰაიმორიტს, ნეიროდერმიტს, რევმატიზმს, ართრიტს, არეგულირებს წნევას. ტირიფი დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების გაგანიერებისას, ასევე თირკმლის პრობლემისას. მოგიხსნით გაღიზიანებას.
ტკბილი წაბლი (კეთილშობილი) - ეს ხე დაკავშირებულია აღორძინებასთან, ფენიქსთან. ანთავისუფლებს სუიციდური ფიქრებისგან. დაგეხმარებათ სასოწარკვეთისას, ასევე სულიერი ზრდასა და თავიდან დაბადებაში.
ბერძნული ნიგოზი - ეს ხე ორსულთათვისაა. ყოველთვის თან ატარეთ ამ ხის ფოთოლი, ტოტი ან ნაყოფი - ბავშვი ჯანმრთელი, ლამაზი და ძლიერი დაიბადება. დაგირეგულირებთ მენსტრუაციას და მოგიხსნით ტკივილებს, სისუსტეს, დისკომფორტს.
ვერხვი - ორგანიზმიდან გამოდევნის ნებისმიერ სიბინძურეს. ამცირებს მემკვიდრეობითი და კარმული დაავადებების რისკს. გაგანთავისუფლებთ გაურკვეველი ტკივილებისა და შიშისგან.
ველური ვაშლის ხე - კურნავს დერმატიტს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, მეჭეჭებს, თირკმლიდან გამოდევნის ქვებს, გაგანთავისუფლებთ მავნე ჩვვებისგან.
პენი ლეინი