- ჩნდებიან ტარაკნები, ჭიანჭველები და სხვა მწერები;
- გამუდმებით იკარგება ნივთები;
- მცხოვრებნი ან შინაური ცხოველები ხშირად ავადმყოფობენ;
- მცენარეები ჭკნებიან ან უსიცოცხლოდ გამოიყურებიან;
- ნათურა ხშირად გადაიწვება;
- უცნაური ხმები ან ბგერები ჩაგესმით;
- უმიზეზოდ გუბდება უსიამოვნო სუნი;
- ფანჯრები და კარები დამოუკიდებლად იხურება;
- გამუდმებით ჟონავს წყალი;
- ორპირი ქარია;
- ოჯახის წევრები დაუსრულებლად კამათობენ;
- ბინადრებს ხშირად ერევათ ძილი, აპათეა, დაღლილობა;
- ძილი ძალებს ვერ გიღდგენთ, მძიმე და
- სახლში უცხო ადამიანები გესტუმრათ, რომელთა გულახდილობა დიდ ეჭვებს გიჩენთ;
- ოჯახში ვიღაც გარდაიცვალა.
თუ ამ ჩამონათვალიდან სამ პუნქტს ამართლებთ, დროა სახლის განწმენდაზე იფიქროთ.
1. განიწმინდეთ პირადი ნეგატიური ენერგეტიკისგან
ვიდრე სახლის წმენდას დაიწყებდეთ, პირველ რიგში პირადი ენერგეტიკა უნდა გაისუფთაოთ. ამაში დაგეხმარებათ წყალში გაზავებული მარილი.
მაშ ასე, დადექით დუშის ქვეშ, სველ ტანზე, მასიური მოძრაობებით წაისვით მარილი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ფიქრებით ესაუბრეთ წყალს, რომ ყველაფერი ცუდი თან წაიღოს. დიდ სიმსუბუქეს იგრძნობთ.
2. სახლის წმენდა უარყოფითი ენერგეტიკისგან
შეიმოსეთ, რაც შეიძლება სადად, არავითარი სამკაული. ენერგეტიკულად ყოველმხრივ ნეიტრალურად უნდა იყოთ. გააღეთ სახლის ყველა კარი და ფანჯარა, ნუ შეგეშინდებათ ორპირი ქარის, რადგან სწორედ მისი დახმარებით განიდევნება მთელი უარყოფითი აურა.
პირველი რაც უნდა მოიმოქმედოთ, გადაყარეთ ყველა ძველი და უსარგებლო ნივთი, ნუ შეინახავთ გამოუსადეგარ წიგნებს, ჟურნალებსა და ქაღალდებს. მოისროლეთ გატეხილი ჭურჭელი, ნუ გააჩერებთ ბინძურ ტანსაცმელს და შეაკეთეთ ყველაფერი, რაც დაზიანებულია, მოაწესრიგეთ გარდერობი. საგულდაგულოდ გაწმინდეთ სარკე და მაშინ ყოველგვარი ცუდი ენერგეტიკა გაქრება.
3. შეხრჩოლებისა და შეშხეფების ეფექტი
გამოიყენეთ ნაკურთხი ან გაჩერებული წყალი (არა ონკანის), შეაშხეფეთ სახლის ყველა კუთხეში, ამავე წყლით დაიბანეთ სახე, ფეხები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. შემდეგ დაწვით მცენარის ტოტები და კვამლი მთელს სახლში მოატარეთ. პარალელურად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ განიდევნება ნეგატივი.
4. სახლის წმენდა სანთლის საშუალებით
დაგჭირდებათ რამდენიმე ცალი ეკლესიის სანთელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის, თეთრი სანთელი. აანთეთ სანთელი და საათის ისრის მიმართულებით სახლში მოატარეთ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ კარზე, შემოატარეთ სანთელი მარცხნიდან მარჯვნივ. ენერგია ყველაზე მეტად ტელევიზორსა და კომპიუტერში გუბდება, ამიტომ აქ ცოტა უფრო დიდხანს შეჩერდით. როგორც კი წმენდას დაასრულებთ, სანთლის ნამწვავები სახლიდან დაუყოვნებლივ გაიტანეთ და გადაყარეთ.
5. დალაგების შემდეგ ხელების გაწმენდა
ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ აუცილებელია ხელებზე დარჩენილი უარყოფითი ენერგეტიკა მოიშოროთ. ჯერ საპნით, კარგად დაიბანეთ ხელები, შემდეგ მარილით და დაელოდეთ ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ მოადუნეთ ხელები. ხელის გულები ერთმანეთს გაუხახუნეთ და ყველაფერი უარყოფითი 10 წუთში გაივლის.
6. განმეორებითი წმენდა
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა სახლის განწმენდა და საჭიროებს თუ არა განმეორებით წმენდას, აანთეთ სანთელი და დაელოდეთ, ვიდრე ნახევრამდე ჩაიწვება. თუ თეფშსა და სანთელზე მდნარი ცვილი გაჩნდება, ყურადღება მიაქციეთ მის ფორმას. თუ ცუდ ფორმას მიიღებს, ცვილი კი გამუქდება, ე.ი. ჭუჭყი კიდევ დარჩა. ხოლო თუ სანთელი ლამაზ ფორმას შეინარჩუნებს, ცვილი კი ლამაზ სვეტებად ჩამოცურდება, მაშინ თქვენი სახლი საბოლოოდ განიწმინდა.
პენი ლეინი