დილის 8-დან 9 საათამდე - ლოგიკური აზროვნება ვითარდება. ნებისმიერი ქმედების განხორციელება, რაც ანალიტიკას ან დამახსოვრებას ეხება, ეფექტური იქნება.
9-დან 10-მდე - ხელსაყრელი დროა ინფორმაციასა და სტატისტიკაზე მუშაობისთვის.
11-დან 12 მდე - ტვინის ინტელექტუალური ფუნქციონირების ეფექტურობა იკლებს. უმჯობესია, ყურადღება რაიმე აბსტრაქტულზე გადაიტანოთ. მაგალითად - მოუსმინეთ მუსიკას.
11-დან 14-მდე - სადილობისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. ამ პერიოდში მიღებული
12- დან 18-მდე - აქტიური შრომისთვის იდეალური პერიოდია. უფრო გვიან საათებში მუშაობა კი ტვინს ძალას აცლის. მსგავსი დატვირთვის პირველი გამოვლინება - ძნელად დაძინებაა.
21-დან 23-მდე - ტვინისა და ნერვული სისტემის აბსოლუტური განტვირთვის პერიოდია.
23-დან ღამის 1-მდე - ძილის დროს აქტიურად მიმდინარეობს ენერგიის აღდგენა. ჩინურ მედიცინაში მას "ცის" ეძახიან, ინდური იოგა მოიხსენიებს, როგორც "პრანა". თანამედროვე მეცნიერება კი ნერვული და კუნთოვანი ძალების აღდგენას ანიჭებს უპირატესობას.
1-დან ღამის 3-მდე - ძილის ამ პერიოდში ადამიანი ემოციურ ენერგიას აღიდგენს.
3-დან ღამის 5-მდე - იღვიძებს ყველა ორგანო, აქტიურად მიეწოდება სისხლი, ტვინი გამოღვიძებას იწყებს და სწორედ ამ პერიოდში ნახავთ ყველაზე ფერად სისზმრებს.
5-დან 6-მდე - იდეალური დროა, გამოღვიძება დაიწყოთ.
პენი ლეინი