18 დეკემბერი, 2015
სად უნდა აკოცოთ პარტნიორს, რომ აღაგზნოთ
მეცნიერებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ კოცნა ყველაზე ადვილად აღაგზნებს ქალს/კაცს.

სტატიაში გაეცნობით პარტნიორის ეროგენულ ზონებს, რომელზე ნაზი ამბორიც, მას მომენტალურად სექსის ხასიათზე დააყენებს.

როგორ აღვაგზნოთ ქალი?

აღმოჩნდა, რომ ქალს ასიამოვნებთ თუ კისერში ნაზად აკოცებთ. გამოკითხული ქალების 79%-მა უპირველეს ეროგენულ ზონად კისერი დაასახელა.

მეორე ადგილზე გავიდა, ყურის ქვეშ კოცნა. მესამე ადგილზეა მკერდზე კოცნა. ამ სახის მოფერება ბევრ ქალს მეშვიდე ცაზე აფრენს.

გასაკვირია, მაგრამ ქალში ინტიმური კავშირის სურვილი ხელზე ამბორმაც შეიძლება, გამოიწვიოს. გაირკვა, რომ გენიტალიებზე კოცნა ქალებს
დიდად არ მოსწონთ.

ეროგენული სიის ბოლოში ტუჩებში კოცნაც მოხვდა.

როგორ აღვაგზნოთ მამაკაცი?

მამაკაცის ყველაზე ეროგენული ზონა პენისია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეროგენული ზონები არ აქვს. ვნებიანი სექსისთვის პრელუდიაა საჭირო, ამიტომ ნუ იჩქარებთ... 

ყურები კაცისთვის სიამოვნების მიღების წყაროა. მოეფერეთ მას ტუჩებით, ეჩურჩულეთ სასიამოვნო სიტყვები.

კისერზე შეხება ქალების მსგავსად კაცებსაც მოსწონთ. ბევრი კაცი თვლის, რომ ქალის მიერ კისერში კოცნა მასთან სექსის სურვილის აღიარებაა. ალერსი ყურებიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ქვემოთ ჩადით. კაცს უყვარს, როცა ქალი მკერდის თავზე ეხება.

თუ გსურთ, რომ მეორე ნახევარს სიამოვნებისგან კანკალი მოჰგვაროთ, ხელის თითებშორის ენით მოეფერეთ. კაცებს გონებას აკარგვინებს ჭიპის ქვეშ ვნებიანი კოცნაც.

ანდრეა ნარიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS