1. არ დაივარცხნო სველი თმა
ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ ბანაობისას თმა განსაკუთრებით გცვივათ. სააბაზანოდან გამოსული თმას ივარცხნით და სავარცხელზეც უხვად რჩება ღერები. რაშია საქმე? ცხელი წყალი აფართოებს ფორებს და თმაც ადვილად ცვივა. თმა მხოლოდ გაშრობის შემდეგ დაივარცხნეთ.
2. არ დაიძინო შეკრული
ძილის პროცესში მთელი სხეული მოშვებულია და ისვენებს, მათ შორის თმაც. თუ თქვენ კოსით ან ცხენის კუდით გძინავთ თმას ,,ამოსუნთქვის" საშუალებას არ აძლევთ.
3. შეიცვალე თმის დავარცხნის სტილი
მოდი, გამოვიცნობ. თქვენ ძირიდან იწებთ თმის დავარცხნას და ბოლოებში ჩადიხართ. სინამდვილეში პირიქით უნდა მოიქცეთ. დაიწყეთ დავარცხნა თმის ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით ზემოთ.
4. ნუ გჯერა, რომ ბოლოების მოჭრა თმას გაზრდაში ეხმარება
სტილისტებთან ბევრი ისეთი კლიენტი მიდის, ვისაც სჯერა რომ თუ თმას შეიმოკლებს ის უფრო სწრაფად გაიზრდება. სინამდვილეში თმის ზრდის ჩვეულ ტემპს ეს ვერ ააჩქარებს. თმის შემოკლებას სჯობს გამოიყენოთ მკვებავები და თავი იშვიათად დაიბანოთ.
5. არასწორად არჩევ თმის სამაგრებს
თმის ,,რეზინა" რბილი უნდა იყოს და არა უხეში. ცხენის კუდისა და კოსისთვის ნუ შეიძენთ ძალიან წვრილ თმის სამაგრებს.
6. ხშირად იყენებ თმის სპრეის
თმის სპრეი ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რაც აფუჭებს თქვენი თმის ხარისხს, უკარგავს მას ბზინვარებას და აჩენს ბოლოჭამიებს.
რადა მახარაძე