ასეთ ურთიერთობაში შეცდომებს ასწორებთ. თქვენი სული სწავლობს და იწმინდება. ახლო კარმული ურთიერთობის შემთხვევაში, ე.ი. წინა ცხოვრებაში არაერთხელ შეხვედრიხართ, იქნებ ამ ადამიანის წინაშე რაიმე დანაშაულიც მიგიძღვით ან პირიქით. იქნებ მისი უბედურების მიზეზი თქვენ ხართ, ახლა კი შეცდომები უნდა გამოისყიდოთ. თუ ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდით, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა.
რაც უფრო შორს ხართ კარმულ ურთიერთობაში, მით უფრო ნაკლებად გქონდათ წარსულში მასთან ენერგეტიკული კავშირები, შესაბამისად ახლანდელ ცხოვრებაშიც მათთან შეხვედრის ნაკლები შანსია.
2. მონათესავე სულები
ეს ოჯახური სულების ცხოვრებაა,
თუ მას შეხვდით და ხელი გამოგიწოდათ, შანსს ნუ დაკარგავთ. ე.ი. ის მზად არის და მალე თქვენი ცხოვრება სხვა მეორე ნახევართან აუტანელი გახდება.
3. სულიერი (ვარსკვლავური) მეორენახევარი
როცა ღმერთმა ადამიანი ორ ნაწილად დაყო - ქალად და მამაკაცად, თითოეულში მეორე ნახევრის 10% დატოვა. ამიტომ სულებისთვის განშორება არაფერს ნიშნავს. მაშინაც კი თუ შორი-შორს ხართ, უხილავად ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული, თანაც ძალიან მყარი ძაფით. ორ ჭეშმარიტ მეორენახევრებს შორის გამუდმებით ხდება ენერგიის გაცვლა. ერთმანეთზე გავლენასაც კი ახდენენ.
მათი შეხვედრა მაშინ ხდება, როცა უეცრად ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ მისი სულიერი მეორენახევრის გარეშე მისთვის ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს. თუ ეს გაცნობიერება გაიმარჯვებს, რომ მხოლოდ სულიერი მეორენახევრისთვის ცხოვრობთ, მას აუცილებლად შეხვდებით. თქვენი სულიერი მეორენახევარი თქვენი მოწინააღმდეგეა.
შესაძლოა, საერთო ინტერესები გაქვთ, მაგრამ თქვენი შინაგანი სამყარო ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ურთიერთობაში ლიდერი არ არსებობს, ლიდერობა გამუდმებით ინაცვლებს ერთიდან მეორეში. თუ ერთი რაიმეში სუსტია, სანაცვლოდ მეორეა ძლიერი. თქვენთვის სამსახურიც, დასვენებაც და ურთიერთობაც ერთი სიმოვნებაა. მხოლოდ ერთად შეძლებთ მაღალ სულიერ მწვერვალს მიაღწიოთ, თუკი ამაზე იმუშავებთ.
პენი ლეინი