კირჩხიბი ყველაზე იდუმალი ზოდიაქოს ნიშანია. მისი უახლოესი ადამიანებიც კი ვერ ხვდებიან რამდენი საიდუმლო აქვს კირჩხიბს. კირჩხიბის სექსუალური ფანტაზია იმდენად მრავალფეროვანია, რომ პარტნიორს მთელი ცოხვრება დასჭირდება ქალის/კაცის გასაცნობად. კირჩხიბები, რომლებსაც გაფურჩქვნის პერიოდი აქვთ, სავსენი არიან სექსუალური გამოცდილებით. ნუ დაიწყებთ მის წარსულში ქექვას. კირჩხიბი თავდაუზოგავად ეძებს ნამდვილ სიყვარულს. ეს სიყვარული პლატონურობისა და ხორციელების იდეალური შერწყმაა. უნდა აღინიშნოს, რომ კირჩხიბები მყარ ურთიერთობებს აგებენ. შეყვარებული კიჩხიბისთვის დედამიწა სამოთხედ იქცევა, მაგრამ თუ მას გულს ატკენენ ყველაფრისადმი ინტერესს კარგავს.
მორიელი
ტყუპები
ტყუპებს თავისუფლება უყვართ. ეს ნიშანი ერიდება სტაბილური ურთიერთობების დამყარებას. ტყუპებს ძალიან ადვილად ბეზრდებათ ქალი/კაცი, მათ ბედნიერებისთვის მძაფრი შეგრძნებები სჭირდებათ. თუ გსურთ ტყუპებს საწოლში ასიამოვნოთ, ექსპერიმენტები უნდა შესთავაზოთ. ხშირ შემთხვევაში ტყუპებს არატრადიციული სექსუალური სურვილები უჩნდებათ.
თევზები
თევზების შინაგანი სამყარო ზღაპრულია, თუმცა მას მაინც სურს აკრძალული ხილის დაგემოვნება. თუ თევზების სულში შეიჭრებით, სამუდამოდ მის ტყვეობაში დარჩებით. თევზები საკმაოდ ჩაკეტილი ნიშანია, ამიტომ არასდროს უზიარებს პარტნიორს თავის სექსუალურ სურვილებს. იმისთვის რომ სექსში ასიამოვნოთ კარგი ინტუიციის გრძნობა უნდა გქონდეთ. თევზებს პლატონური სიყვარული და სიშორე იზიდავს. ამ დროს პარტნიორისადმი სიყვარული და მონატრება უძლიერდება.
მერწყული
მერწყულის გონებაში ორიგინალური და უჩვეულო სექსუალური ფანტაზიები იხატება. მერწყულის ცვალებადობა ზოგს აშინებს, ზოგს - ინრეტესს უღვივებს. მას თანაკლასელის ან ძმაკაცის შეყვარებულის შეცდენაც კი შეუძლია. მერწყულს ჩარჩოებში ვერ ჩასვამთ. მერწყული ვერ იტანს, როცა ქალი/კაცი მასზე დამოკიდებულია და თავადაც მუდამ თავისუფალი რჩება. ეს ნიშანი სექსუალური თამაშების გარეშე ვერ გაძლებს.
სასწორი
სასწორს თვალებით უყვარდება. სწორედ ამიტომ პარტნიორად ყოველთვის კარგი აღნაგობის ადამიანს ირჩევს. სასწორს შეუძლია, იდეალურად მოექცეს მეორე ნახევარს. იგი სექსის ყველა საიდუმლოს ამოხსნაზე ოცნებობს. თანამედროვე სამყაროში ბევრი ალფონსი სწორედ სასწორის ნიშნის ქვეშაა დაბადებული.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყოველი მოსახვევის ბოლოს ახალ თავგადასავალს ეძებენ. თავისი ავანტიურისტული ბუნების გამო, ხშრად ერთმანეთში ერევა სექსი, სიყვარული, რელიგია, სპორტი და კაზინო. ამ ადამიანის გვერდით თავს დაკარგავთ. მშვილდოსანი თავს არასდროს იტვირთავს მოვალეობებითა და ვალდებულებებით, მისთვის საზღვრები არ არსებობს. მშვილდოსნისთვის სექსი ძალიან სასიამოვნო გატაცებაა, მაგრამ ფიზიკური სიახლოვით ტკბობას სინამდვილეში მაშინ იწყებს, როცა მთელი არსებით უყვარდება.
ქალწული
ერთი შეხედვით ქალწული ექსტრავერტი გეგონებათ, მაგრამ თუ მათ ეროტიკულ ოცნებებს შეეხებით გაოცებული დარჩებით. ქალწული სამყაროსა და თავის სურვილებს შორის კედელს აღმართავს. ამ კედლის მიღმა არავის უშვებს. ქალწულს სექსი უყვარს, მაგრამ არასდროს დაგთანხმდებათ საზოგადოებრივ საპირფარეშოში, პარკში, ლიფტში ან კაბინეტში ინტიმურ კავშირზე. ეს ზოდიაქოს ნიშანი აკონტროლებს თავის ვნებას. სამაგიეროდ სახლში, საძნებელში ქალწული ცეცხლოვანი ხდება და სურვილებს თავისუფლებას აძლევს. როგორც ხედავთ, ქალწულს სექსისთვის მშვიდი გარემო სჭირდება.
თხის რქა
ვერძის გაცნობისას შეიძლება ისეთი განცდა დაგეუფლოთ, რომ მისთვის სიტყვა სენტიმენტალური სრულიად უცხოა, თუმცა რაც უფრო დაუახლოვდებით დაინახავთ, რომ ის რომანტიკული და მგრძნობიარეა. თხის რქა პრინციპული და მაქსიმალისტია. როგორც ცხოვრებისეულ საკითხებში, ასევე სექსში ფიქრობს, რომ ან ყველაფერი ექნება ან არაფერი. ვერძი წინააღდეგი არ იქნება თუ მის შეცდენას ეცდებით.
ლომი
იმისთვის რომ ლომს თქვენთან სექსი მოუნდეს თავი განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ადამიანად უნდა აგრძნობინოთ. ლომებს ძალაუფლება ძალიან უყვართ, მაგრამ ვერასდროს აღწევენ მას. ლომები თავის დამალულ სურვილებს სექსუალურ ცოხვრებაში ავლენენ. სქესობრივი კავშირისას ისინი დომინანტები ხდებიან. ახალგაზრდა ლომებს ერევათ სიყვარული და გატაცება, ამიტომ მათი ცხოვრება გაურკვევლობებითაა სავსე.
კურო
კუროსთან ურთიერთობის ადრეულ სტადიაზევე ჩანს, რომ მას ნაზი ბუნება აქვს. არ გაგიკვირდეთ თუ კუროს პუნქტრებად აქვს ჩამოყალიბებული სექსუალური სურვილები. მაგალითად, რომელი პოზები უნდა უყვარდეს მის სექსპარტნიორს. ეს ნიშანი სექსის მოლოდინისგან უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ვიდრე თავად აქტისგან. მისთვის სიყვარული სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი.
ვერძი
ვერძის ყველა სურვილი რეალობად იქცევა. ის არ მალავს თავის სურვილებს. ვერძი მამაკაცები არასდროს თამაშობენ სხვა ადამიანის როლს. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ვერძ ქალებზე. ვერძის სქესობრივი ფილოსოფია ასეთია: მივედი, დავინახე, დავამარცხე. ბინძური სექსი მანქანაში, სკვერის სკამზე, სადარბაზოში - მათთვისაა გამოგონილი.
რადა მახარაძე