17 დეკემბერი, 2015
რას ამბობენ თქვენი თითები თქვენ შესახებ?
დააკვირდით საკუთარ თითებს... ალბათ არ გიფიქრიათ, რომ ხელები თქვენ შესახებ დიდ ინფორმაციას იძლევა. თუ ადამიანი დაკვირვებულია, აუცილებლად გაიგებს:

1. გამოიმუშავებთ თუ არა ბევრ ფულს

კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი და თხელი თითების მქონდე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან მილიონრები, ვიდრე ისინი ვისაც ბედმა მოკლე და სავსე თითები არგუნა. ეს აიხსნება მოჭარბებული ტესტერონით, რომელიც ადამიანის მტკიცეს, რისკიანსა და მიზანდასახულს ხდის.

2. ჰომოსექსუალი ხართ თუ ჰეტერეოსექსუალი

კვლევების მიხედვით, ჰომოსექსუალებს არათითი საჩვენებელ თითზე მოკლე აქვთ. ქალში მოჭარბებული ენდროგენები გავლენას ახდენს თითების სიგრძესა
და სექსუალურ ორიენტაციაზე.

3. მიდრეკილი ხარ თუ არა სპორტისკენ

თუ არათითი საჩვენებელ თითზე გრძელი გაქვთ, სპორტული ადამიანი ბრძანდებით. განსაკუთრებით გეხერხებათ სირბილი და სიგრძეზე ხტომა. თუ ჯერ არ გიცდიათ, აუცილებლად გამოსცადეთ საკუთარი თავი.

4. გაქვთ თუ არა ტექნიკური აზროვნება

თუ ბავშვს სხვადასხვა ზომის არათითი და საჩვენმებელი თითი აქვს ის მათემატიკური აზროვნებითაა დაჯილდოებული. ხოლო მოზარდები, რომლებსაც არათითი და საჩვენებელი თითი ტოლი აქვთ, ნიჭს ლიტერატურაში ამჟღავნებენ. ეს მათ პროფესიულ არჩევანზეც აისახება.

5. ხართ თუ არა მიდრეკილი ართრიტისკენ

თუ თქვენი საჩვენებელი თითი ნიშნობის ბეჭდისთვის განკუთვნილ თითზე მცირეა, ართრიტის საშიშროების წინაშე დგახართ. ართრიტი მამაკაცებში უფრო გავრცელებულია ვიდრე ქალებში.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS