17 დეკემბერი, 2015
როგორ გახდეთ თავდაჯერებული - ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს
პირველ რიგში თვითშეფასება აიმაღლეთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი, სული დაიმშვიდეთ, შინაგანად დალაგდით და თავს მოუარეთ.

1. საკუთარ თავზე ცუდი არასდროს თქვათ, ხუმრობითაც კი. ამით არამარტო საკუთარი თავის რწმენას სპობთ, სხვის თვალშიც უპატივცემულობას იწვევთ.

2. საკუთარი თავის დადანაშაულებასა და თვითკრიტიკას გადაეჩვიეთ, ეს არამარტო თვითშეფასებას აქვეითებს, აუარესებს ჯანმრთელობას. პირადი ცხოვრების მშენებელი თავად ხართ და თვითშეფასების ამაღლებაც თავად შეგიძლიათ.

3. თავს უფლება მიეცით რაიმე არაიდეალურად გააკეთოთ
ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ და თავს უფლება მიეცით, რაღაცაში სხვებზე უარესი იყოთ.

4. ნუ შეიცოდებთ
საკუთარ თავს
ამით ამტკიცებთ, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლიათ და დაუცველი ხართ. შეცდომების უფლება გაქვთ, მაგრამ იყავით ობიექტურები - პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ.

5. გარშემომყოფების წინაშე თავს ნუ გაიმართლებთ
ეს თქვენს სიმტკიცესა და თავდაჯერებულებას ეწინააღმდეგება, თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ. გარდა ამისა თავის მართლებას სხვები თავდასხმად მიიჩნევენ.

6. განთავისუფლდით უარყოფითი ფიქრებისგან
მეტი იფიქრეთ კარგზე და უმნიშვნელო წარმატების შემთხვევაშიც კი შეაქეთ საკუთარი თავი. თავს კეთილი სიტყვები უთხარით, ეს ჩვევად უნდა გაიხადოთ.

7. ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანეთ
დაუფასებელი საქმეები თავდაჯერებულებას გიკარგავთ და გამუდმებით წარუმატებლობას გახსენებთ.

8. არასდროს შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს, გარდა თქვენივე თავისა, ოღონდ წარსულში.

9. იყავით თქვენი საქმის პროფესიონალი
არაფერი შეგმატებთ ისე თავდაჯერებულებას, როგორც პროფესიის ზედმიწევნით სწავლა. შეგრძნება, რომ საჭირო ადამიანი ხართ, ამასთან კომპეტენტური და წარმატებული, განამტკიცებს თქვენს თვითშეფასებას.

10. იზრუნეთ სხეულზე
ჩაეწერეთ ცურვაზე, იარეთ სპორტდარბაზში, იოგაზე ან ფიტნესზე. რეგულარული ვარჯიში საკუთარ თავთან სასიყვარულო აქტია.

11
. შეიძინეთ ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ, ამისთვის ფული ნუ დაგენანებათ.

12. ოპტიმისტებთან იურთიერთეთ.

13.
გაიღიმეთ!

14. ხშირად ჩაიხედეთ სარკეში, აღმოაჩინეთ ცვლილებები და ისიამოვნეთ თქვენი გამოსახულებით.

15. გადაიღეთ სურათები
შეარჩევთ ყველაზე კარგ რაკურსს, მომგებიან პოზებს აღმოაჩენთ და ბოლოსდაბოლოს შეიგნებთ, რომ ძალიან კარგი ხართ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS