16 დეკემბერი, 2015
სექსუალური გამოცდილების 5 ტიპი, რომელსაც ვერ შეიძენ, თუ სკოლის პერიოდის შეყვარებულზე გათხოვდები
დაოჯახებისას დიდ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე. თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და სხვაგვარად იწყებთ სამყაროს აღქმას. თუ ადრე თავისუფლად წახვიდოდით პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად, გათხოვების შემდეგ თქვენი გეგმების მეუღლესთან განხილვა გიწევთ. ქმარმა შეიძლება, არ გაგიშვათ ან ბარში წამოგყვეთ. თუ მხოლოდ გოგონები აპირებდით გართობას, კაცის გამოჩენა დისკომფორტს შეგიქმნით და უხერხულ მდგომარეობაშიც ჩაგაყენებთ. მილიონი წვრილმანის დათმობის გარდა, თქვენ სექსუალურ მრავალფეროვებაზეც მოგიწევთ უარის თქმა. დაფიქრდით, სანამ სკოლის პერიოდის შეყვარებულს ცოლად გაყვებით...

1. აკრძალული ხილი

,,აკრძალული ხილი" პირობითად დავარქვათ სექსს უფროსთან,
ლექტორთან, კონკურენტთან, მტერთან, შეყვარებულიან კარის მეზობელთან და ა.შ. შენ იცი, რომ ეს ადამიანი არ შეგეფერება, მეტიც თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს, მაგრამ მაინც გსიამოვნებს მასთან ფლირტი და ინტიმური კავშირი.

2. სექსი უმცროს კაცთან

თუ შენი ასაკის კაცს გაყვები ცოლად, ვერასდროს ''დააგემოვნებ'' უმცროს კაცთან სექსს. უმცროსი კაცები ქალს ინტიმური კავშირისადმი ინტერესს ხელახლა უღვივებენ.

3. სექსი ყოფილ შეყვარებულთან


ყოფილ შეყვარებულთან სექსი ერთდროულად ეროტიკული და კომფორტულია. მან იცის როგორ უნდა გასიამოვნოს, ხვდება, რა უნდა გითხრას, ახსოვს, შენი საყვარელი პოზიციები.

4. ექსტრავაგანტული სექსი

სექსი, რომელშიც ქალი და კაცი თამაშობს, სხვადასხვა როლს ირგებს. ასეთი სექსი ხანდახან უხეში და აგრესიულია. წყვილი სიამოვნებასა და ტკივილს შორის ბეწვის ხიდზე გადის. ისეთი სექსი აქვთ, როგორც რომანში ,,გრეის 50 ელფერი."

5. ერთი ღამის სიგიჟე


თუ სკოლის დროინდელ შეყვარებულს ცოლად გაყვებით, შანსი აღარ გექნებათ, რომ ბართან ძალიან სიმპათიური ბიჭი გაიცნოთ, მასთან ერთად დათვრეთ და მერე მანქანაში იგიჟოთ. ვერასდროს გაიგებთ,  რა არის სექსი ადამიანთან, რომელსაც აღარასდროს შეხვდებით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS