1. ჯარედ ლეტო

ჯარედ ლეტომ ახლახან ჯოკერის ახალი ვერსია შემოგვთავაზა. გადაღებების პერიოდში პროფესიონალური გრიმი ჰქონდა გაკეთებული და მისი ცნობა რთული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ლეტო ცხოვრებაშიც არ ერიდება სახის შეღებვას. ის ხშირად გვევლინება ჩამუქებული თვალებით, ტონალურითა და ტუჩსაცხით.
2. კრისტიანო რონალდო

კრისტიანოს სახეს საგულდაგულოდ ამუშავებს მისი ორი
3. რასელ ბრენდი

რასელი ვერავის წარმოუდგენია თვალის ფანქრის გარეშე. მას მოსწონს ორივე ქუთუთოს მოხატვა. სწორედ ამიტომ შეუძლებელია მისი თვალები უყურადღებოდ დარჩეს. ბრენდი არც თუ ისე ცუდი მსახიობია, მაგრამ სჯობს კონცენტრაცია მსახიობურ ოსტატობაზე მოახდინოს და არა make up-ზე.
4. ბილი ჯო ამსტრონგი

თუ გრინ დეის არც ერთი სიმღერა არ მოგისმენიათ ან ჭურში ცხოვრობთ ან უცხოპლანეტელი ხართ. გრინ დეის წამყვანი მომღერალია ბილი ჯო ამსტრონგი, რომელმაც თვალის ფანქრის გამოყენებაში რასელ ბრენდისაც კი გადაუჯოკრა.
5. მერლინ მენსონი

უსამართლობა იქნებოდა ამ სიაში მერლინ მენსონი, რომ არ მოხვედრილიყო. მუქად შეღებილი ტუჩები, მკვდრისფერი კანი, მოშორებული წარბები და ჩაშავებული თვალები მერლინს ადამიანურ იერსახეს უკარგავს. მომღერალს დემონური იმიჯი აქვს.
6. ბოი ჯორჯი

ბოი ჯორჯის მაკიაჟის ნებსიმიერ გოგონას შეშურდება. ჯორჯი make up-ს საათებს უთმობს.
რადა მახარაძე