15 დეკემბერი, 2015
ფრაზები, რომლითაც ქალები ლოგინისკენ მიგანიშნებენ
კაცებს გონებაგახსნილობაზე პრეტენზია კი გაქვთ, მაგრამ „ნამიოკებს“ ხშირად ვერ ხვდებით. ქალი იშვიათად გეუბნებათ პირდაპირ, რომ თქვენთან სექსი სურს. არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ:

1. ტაქსით მგზავრობა ძვირი დაგიჯდება

თუ ღამეა, თქვენ კი ქალაქგარეთ ცხოვრობთ, ან თქვენი ბინა ქალის უბნიდან შორს არის, ქალი განიშნებთ, რომ მასთან დარჩენა შეგიძლიათ. დიდი ალბათობით ამ დარჩენას ინტიმური კავშირიც მოჰყვება, ასე რომ ძალიანაც ნუ მოინდომებთ ტაქსის გამოძახებას. არ გეგონოთ, რომ ქალი ხვეწნას დაგიწებთ.

2. შეყვ
არებული გყავს?

თუ ქალს თქვენდამი ინტერესი არ აქვს, არ გკითხავთ, თავისუალი ხართ თუ - არა. მეორე ვარიანტში ამ ფრაზით განიშნებთ, რომ დიდი სიამოვნებით დაკავდებოდა თქვენთან სექსით, იმის მიუხედავად გყავთ თუ არა პარტნიორი.

3. ყოფილ კაცს დიდი ხანია დავშორდი...

შეიძლება ასევე გითხრათ: ,,დიდი ხანნია არავინ მყოლია." ეს აშკარა მინიშნებაა, რომ მის ცხოვრებაში სექსის დეფიციტია.

4. ყველა დაქალი გამითხოვდა და მარტო დავრჩი

ამ ფრაზაზე ნუ უპასუხებთ: ,,არაუშავს, ახალ დაქალებს გაიჩენ!" ქალი განიშნებთ, რომ ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მისი თქვენთან ერთად გატარება უნდა.

5. მგონი, ამდენი არასდროს დამილევია

ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ სცენარი ორნაირად შეიძლება განვითარდეს, პირველი ვარიანტის მიხედვით თქვენ მას საპირფარეშოში აცილებთ და იქ სქესობრივ კავშირს ამყარებთ, მეორე ვარიანტში ქალი ცუდად ხდება და სასწრაფოში რეკავთ.

6. ვწუხვარ რომ უფრო ადრე არ შევხდით ერთმანეთს

სასწრაფოდ აუნაზღაურეთ დაკარგული დრო!

7. შეგიძლია ქილა გამიხსნა?

როდესაც მეზობლის გოგონა ამას გთხოვთ, არ გეგონოთ, რომ დახმარება მართლა სჭირდება. ქილას გახსნით, ქალი კი აღფრთოვანებული გეტყვით, რომ მისი მშველელი ხართ, ან გაოცებულია თქვენი ხელმარჯვეობით. ,,ქილის გახსნა" ურთიერთობის წამოწყების ან დაახლოების საუკეთესო გზაა. მეორე ჯერზე, ის შინ შეგიპატიჟებთ და ჩაის/ყავას დაგალევინებთ. მესამე ჯერზე გეტყვით, რომ მისი საძინებლიდან საოცარი ხედი იშლება.

8. ჩემი საძინებლიდან საოცარი ხედი იშლება

იმედია თავადაც ხვდებით, რომ საძინებელში შესვლის დროა.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS