15 დეკემბერი, 2015
თხის რქების აქტივობის პერიოდი ახლოვდება - გაიგეთ, რა სურთ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ჰოროსკოპის წარმომადგენლებს
თხის რქას პლანეტა სატურნი მართავს.ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან თანმიმდევრულია. მელანქოლიური ტემპერამენტი აქვთ, თავშეკავებული და ძალიან პრაქტიკულია. მკაცრი გარეგნობისა და უემოციობის წყალობით ადვილად ახერხებს სიტუაციის კონტროლს, გონივრულად მოქმედებს, ძირითადად საღ აზრსა და არგუმენტებს ეყრდნობა.
ხშირად ისინი წარმატებული ბიზნესმენები არიან. მოთმინება, სამართლიანობისკენ სწრაფვა, სიმკაცრე, რაციონალურობა და შრომისმოყვარეობა მისი მთავარი მახასიათებლებია.

არ უყვართ პირადი ცხოვრების დემონსტრირება, პირადი რეპუტაციის ფორმირებას კი არა ექსტრავაგანტულობითა და ინდივიდუალობის ხაზგასმით, არამედ კორექტული ქცევითა და ელეგანტური ფორმალურობით არჩევენ. სამოსსა და გარეგნობაზე მათი ყურადღების მთავარი
მოტივი - პროფესიონალური ამბიციაა.

მიწის სტიქიის ეს წარმომადგენელი, ილუზიების სამყაროში არ ცხოვრობს, ყველაფერს თავის სახელს არქმევს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. მიზნისკენ თამამად მიიწევს, სტრატეგიებს ისახავს და მტკიცე არგუმენტებს ეყრდნობა.

თხის რქა შესახედად მშვიდი და თავშეკავებულია, გამოირჩევა მტკიცე ხასიათითა და ამბიციურობით.

მათ ცხოვრებაში ადგილი არ აქვს მშფოთვარე ვნებებსა და კონფლიქტებს. სწორედ ამიტომ ცოტა მეგობარი ჰყავთ, მტრები კი თითქმის არ ჰყავთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს არ უყვარს სულიერი განცდების საჯაროდ გამოტანა და ნეგატივის სხვებისთვის გაზიარება.

მამაკაცი თხის რქა

ის კარგი დიპლომატი და ჯენლტმენია, ურთიერთობაში სასიამოვნო, საკუთარ თავში დარწმუნებული და სიტყვაძუნწი. ხმამაღლა და ლამაზად არ საუბრობს, ქალს, რომელიც მოსწონს, დიდხანს აკვირდება და მასში მისთვის ახლო თვისებებს ეძებს. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, ქალში არამარტო გარეგნობას, არამედ მის თავშეკავებულობის უნარს აფასებენ. ის ერთგული და საიმედო პარტნიორია, იშვიათად გაგიცრუებთ იმედს, მაგრამ ლამაზი სიურპრიზების მოლოდინში ნუ იქნებით - ფანჯრის წინ სერენადების სიმღერა მათ კონპეტენციაში არ შედის.

სამსახურსა და ბიზნესში მამაკაცი თხის რქა პოზიტიურ იმიჯს იქმნის, საკუთარ სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებს. ისეთ სოლიდურ პროფესიებს ირჩევს, როგორებიცაა - იურისტი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი.

ქალი თხის რქა

მამაკაცი თხის რქებისგან განსხვავებით ქალები მეტად ეროტიკულები და მოსიყვარულეები არიან. მას ისე, როგორც არავის ეხერხება გამოიყურებოდეს, როგორც ნამდვილი ლედი. შესახედად ცივი და მიუკარებელი მოგეჩვენებათ, თუმცა ამ იშვიათი ქალების უკან ვნების ნამდვილი ვულკანი იფრქვევა.

ხანდახან ქალი თხის რქა იმდენად თავშეკავებულია, რომ ძლიერ სქესს ხშირად გამოცნობაც კი უჭირს, თუ რაზეა განაწყენებული მისი პარტნიორი. მათი ერთ-ერთი პრობლემა ზედმეტი უმანკოების გამოვლენაა, რაც მამაკაცებს აფრთხობს.

ეს ქალები ექსპერიმენტებს იშვიათად მიმართავენ და ძირითადად კლასიკას ირჩევენ. მათი სტილი ყოველთვის თავშეკავებული, ელეგანტური და პრაქტიკულია.

ხშირად დიდ კარიერულ წარმატებას აღწევენ და ავტორიტეტით სარგებლობენ.

თხის რქის შეთავსება სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან

ცხოვრის ნებისმიერ სფეროში თხის რქის იდეალური პარტნიორი კუროა. ფრაქტიკულობა და სტაბილურობა მათი ურთიერთობის მთავარი ფუნდამენტია. თხის რქა ასევე ეწყობა მიწის სტიქიის სხვა წარმომადგენლებსაც - ქალწულებთან მათ უბრალო, ჯანსაღი ცხოვრება ელით, გემრიელი საკვები და სასიამოვნო სექსი. ასევე ჰარმონიულ ურთიერთობაში იქნება სასწორებთან და მისივე ზოადიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან.

მსგავსი ურთიერთობა ექნება თევზებსა და კირჩხიბთან.

თხის რქისთვის არათავსებადი ნიშნებია - მერწყული და ლომი, ანტიპოდები არიან ასევე - ტყუპები და ვერძები.

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ადამიანები

მამაკაცი თხის რქები
არისტოტელე, ელვის პრესლი, არისტოტელ ონასისი, ენტონი ჰოპკინსი, დევიდ ბოუვი, მელ გიბსონი, ნიკოლას ქეიჯი, ადრიანო ჩელენტანო.

ქალი თხის რქები
მარლენ დიტრიხი, ჯენის ჯოპლინი, შადე, ვანესა პარადი, ქეით მოსი, სიენა მილერი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS