15 დეკემბერი, 2015
მოამზადეთ ბანანის ეგზოტიკური კერძი 2016 წლის საახალწლო სუფრისთვის
როგორც ცნობილია, 2016 წლის სიმბოლო მაიმუნია. მაიმუნს ტკბილეული და ხილი ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ბანანი. ასტროლოგები გირჩევენ, სუფრაზე აუცილებლად იქონიოთ ბანანით მომზადებული კერძები ან დესერტი.

ბევრს ჰგონია, რომ ბანანი მხოლოდ დესერტად გამოიყენება, თუმცა ამ გემრიელი ხილისგან, მრავალფეროვანი კერძის მომზადებაც შეიძლება. გთავაზობთ ყველაზე გემრიელ საახალწლო რეცეპტს, რომლის მომზადება ძალიან მარტივია.

ქათმითა და ბანანით მომზადებული სალათი

დაგჭირდებათ :

მოხარშული ქათმის ფილე;

კვერცხი;

ხახვი;

მაგარი ყველი;

ბანანი;

მაიონეზი და ლიმონის წვენი.

მომზადების წესი: 

მოხარშული ქათმის ფილე შეგიძლიათ, დაჭრათ მცირე
ნაჭრებად. დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი, შემწვარი ხახვი. ბანანი დაჭერით და ლიმონის წვენში ამოავლეთ, რათა ეგზოტიკური ხილის სიტკბო განეიტრალდეს. ამ ყველაფერს ზემოდან დაუმატეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

საბოლოოდ დაუმატეთ მაიონეზი, კარგად აურიეთ და დაახეხეთ ყველი. კერძს შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი ვაშლი, ან ზეთის ხილი. ეს სალათას მეტ პიკანტურობას შეჰმატებს.

ერთი სიტყვით, თუ ქათმითა და ბანანით მომზადებულ ამ ეგზოტიკურ სალათს ორიგინალურად გააფორმებთ, შესაძლოა, საახალწლო სუფრის მთავარ კერძად იქცეს.
ეგზოტიკური გარემო მომავალი წლის მთავარ დიასახლისს ძალიან გაახარებს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS