15 დეკემბერი, 2015
რატომ იზიდავს ზოგიერთ ქალს ცოლიანი მამაკაცები
პირადად მე პრინციპულად არ ვეკარები, არა თუ ცოლიან, არამედ შეყვარებულიან კაცებსაც კი. თუმცა არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავს დაკავებული მამაკაცები. ბუნებრივია, თუ გაჩნდება შეკითხვა ,,რაშია საქმე?" ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 პასუხს:

1. ბუნებით მტაცებელია

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ქალზე, რომელსაც დაოჯახებული მამაკაცის მონადირება უფრო ართობს, ვიდრე შოპინგზე სიარული. ეს ქალი აკრძალული ხილის მოპოვებისგან დიდ სიამოვნებას იღებს. ის აქტიურია, კაცს ხშირად ურეკავს, ''ვეფხისტყაოსანივით'' გრძელ მესიჯებს წერს და ხშირად მიზანს აღწევს.

როგორ უნდა მოიქცეს კაცი? მისგან თავი
მაქსიმალურად შორს უნდა დაიჭიროს. გაავლეთ წითელი ხაზი და ქალს მისი გადმოკვეთის საშუალება არ მისცეთ. დისტანცია საუკეთესო გამოსავალია. თქვენ ხომ არ გსურთ, შეცდეთ და შემდეგ მუხლებზე დაჩოქილმა ცოლს პატიება სთხოვოთ?

როგორ უნდა მოიქცეს ცოლი? ვითომ სხვათაშორის შეახსენოს კაცს, რომ ღალატს არ აპატიებს. გამოიპრანჭოს და კაცის თავისუფალი დრო მაქსიმალურად მიითვისოს.

2. თავად გათხოვილია

გათხოვილ ქალებს თავისუფალი ურთიერთობა იზიდავთ. ის ქმრის რომანტიკულმა სისულელებმა დაღალა, მაგალითად: მიყვარხარ და ტრამვაისაც კი გიყიდი. ცოლიან კაცს იყენებს და წინააღმდეგი არ არის, თუ მასაც გამოიყენებენ. საყვარლისგან კარგ სექსს ელოდება.

3. თვითშეფასების ამაღლება სურს

ისეთი მამაკაცის ,,გამოჭერა," რომელსაც ცოლი ჰყავს არც თუ ისე მარტივია. დაოჯახებული კაცი თავის ვალდებულებებს კარგად აცნობიერებს და რთულად გადადგამს ნაბისჯს, რომელიც ოჯახს დაუნგრევს. თუ ქალი მის შეცდენას მოახერხებს, თავის ძალებში დარწმუნდება და უფრო თავდაჯერებული გახდება.

4. ეგოისტია

ამ ქალს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, სხვაზე არასდროს ფიქრობს. კაცს სიცხე აქვს? დაე, ცოლმა მოუაროს, თავად თავს არ შეიწუხებს. კაცს შვილები სურს? ცოლმა გაიფუჭოს ფიგურა და ნერვები. ყურადღებიანი და მოსიყვარულე საყვარელი სურს, რომელიც მისგან არაფერს მოითხოვს.

5. მშიშარაა

ცოლიან მამაკაცებთან რომანს ხშირად ისეთი ქალები აბამენ, რომლებმაც წარსულში ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანეს. მათ სიგიჟემდე ეშინიათ ტკივილის და ღალატის. დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობისას ყველაფერი გარკვეულია: მომავალში ამ კაცთან არ იქნები, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. მეორე ვარიანტში ქალს თავისუფლების დაკარგვის ეშინია და ცდილობს, უმომავლო ურთიერთობებით გაერთოს.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS