1. გაიჩინეთ საქმე
ჩვეულებრივ, ეჭვიანობისთვის სცალია ადამიანს, რომელსაც საფიქრელად დიდი დრო აქვს. იპოვეთ სამსახური ან ჰობით გაირთეთ თავი. გაიხსენეთ, რა მოგწონდათ ბავშვობაში? ხატვა? კერვა? ქარგვა? წერა? ვინ იცის, იქნებთ თქვენმა გატაცებამ ცნობილიც კი გაგხადოთ!
2. მოუარეთ თავს
ეჭვიანობის განცდას არასრულფასოვნების კომპლექსი ბადებს. თუ თქვენ საკუთარი სხეულით უკმაყოფილო ხართ, დიეტა დაიცავით და ივარჯიშეთ. ნებისყოფის დახმარებით ყველა დასახულ მიზანს მიაღწევთ. სცადეთ, მოიხდინოთ ახალი ვარცნილობა,
3. ენდეთ პარტნიორს
ფაქტია, რომ ურთიერთობის ღერძი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა. როდესაც მამაკაცში ეჭვი შეგაქვთ შეურაცხყოფას აყენებთ მასაც და საკუთარ თავსაც. ეს კაცი ხომ თავად აირჩიეთ, არავის დაუძალებია მასთან ყოფნა.
4. მოუხმეთ გონებას
თუ გგონიათ, რომ თქვენი ეჭვიანობა უსაფუძვლო არ არის, მოიძიეთ ფაქტები. მეორე ნახევარს მოულოდნელად სთხოვეთ მისი სოციალური გვერდი დაგათვალიერებინოთ. აუხსენით, რომ ეს თქვენი სიმშვიდისთვისაა საჭირო, შეუმოწმეთ მობილურში ჩაწერილი ნომრებიც. საბოლოოდ კი ბოდიში მოუხადეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ გაგინაწყენდებათ. ვერც გაამტყუნებთ! მის ადგილას დააყენეთ თავი...
5. იმეგობრეთ შეყვარებულის მეგობრებთან
,,იყოლიე მეგობრები ახლოს, მტრები კიდევ უფრო ახლოს" - ვკითხულობთ მარიო პიუზოს რომანში ,,ნათლია." პიუზო არაჩვეულებრივ რჩევას გვაძლევს! თუ თქვენი შეყვარებულის/ქმრის მდედრობითი სქესის მეგობრებთან კარგი ურთიერთობა გექნებათ, სიტუაციას გააკონტროლებთ და არ შეგეშინდებათ, რომ რაღაც გამოგაპარეს.
6. ფსიქოლოგთან კონსულტაცია
თუ ზემოთხსენებული ნაბიჯების შემდეგ ეჭვიანობამ უკან არ დაიხია, ფსიქოლოგს უნდა მიაკითხოთ. ფსიქოლოგთან ვიზიტი განსხვავდება ფსიქიატრთან ვიზიტისგან, ასე რომ არ შეგეშინდეთ. თქვენ გიჟი არ ხართ (პირველ ეტაპზე მაინც), მედიკამენტური მკურნალობა გამოგაჯანმრთელებთ.
რადა მახარაძე