1. გაცილებით უფროსი მამაკაცი
ჯორჯ კლუნის გახსენებაზე ალბათ გულის სიღრმეში მაინც გინდებათ გაცილებით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა. ვერავინ გაგამტყუნებთ. უფროსი კაცი ხომ გამოცდილი, საინტერესო, თვითრეალიზებული და საკუთარ თავში გარკვეულია. მათგან არ წამოვა აგრესია, რომელიც 20 წლის ბიჭებს მუდმივად თან სდევთ.
2. ცნობილი სახე
საქართველოში ცნობილი სახეების სიმრავლით ნამდვილად არ ვართ განებივრებულები, მაგრამ თუ ბედი გაგიღიმებთ და შანსი აუცილებლად გამოიყენეთ. სელებრითის შეყვარებულობას ბევრი პლუსი აქვს: თვალის დახმახამებაში ყველასთვის საინტერესო ხდები, საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასებას იწყებ, ერევი ბომონდურ საზოგადოებაში. თუმცა მსაგვი რომანები უმეტესწილად წარუმატებელია.
3. გამოუსწორებელი რომანტიკიოსი
უკიდეგანოდ რომანტიკოსი კაცები ძალიან სენსიტიურები არიან. დიდი ალბათობით ის პოეტი ან პროზაიკოსი იქნება და თავის მუზად გაქცევთ. ამ კაცს ნამდვილად შეუძლია, თავი განსაკუთრებულ ქალად გაგრძნობინოთ. სამწუხაროდ, ხშირად ძალიან დეპრესიულები არიან.
4. კაცი ტატუებითა და პირსინგით
შემიძლია დავიფიცო, რომ დედათქვენს გულის შეტევა დაემართება სახლში პირსინგიანი, გრძელთმიანი და მთლიანად ტატუებით მოხატული კაცი რომ მიიყვანოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს ექსპერიმენტის ჩატარების უფლება არ უნდა მისცეთ. ეგზოტიკა ყოველთვის მიმზიდველია, მითუმეტეს პირად ურთიერთობებში.
5. შენზე უმცროსი ბიჭი
ამ რომანში ორივე ხშირად იგრძნობთ, რომ შენ დედის როლში ხარ. მიუხედავად ამისა უმცროს ბიჭთან ურთიერთობას თავისი ხიბლი აქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარა ბიჭებს გამოცდილი ქალები იზიდავთ. მას შეეშინდება თქვენი დაკარგვის, მუდამ გაფაციცებული იქნება, გამოამჟღავნებს ორმაგ მონდომებას.
6. ძალიან მდიდარი კაცი, რომელსაც არაფერი აქვს ფულის გარდა
გგონიათ საშინელებაა, ისეთ კაცთან რომანი, რომელსაც იუმორი არ აქვს და არც მეგობრები ჰყავს? მართალი ხართ! მერე რა? ყველა დანაკლისის კომპენსაციას ფულით მოახერხებს და თქვენთვის მისი უჟმური ხასიათიც კი შეუმჩნეველი გახდება.
რადა მახარაძე