14 დეკემბერი, 2015
ყველაზე ზუსტი 2016 წლის ჩინური ჰოროსკოპი - გაითვალისწინეთ აღმოსავლური წინასწარმეტყველება, წარმატება არ დააყოვნებს
ცეცხლოვანი მაიმუნი დიასახლისობას, მხოლოდ 2016 წლის 8 თებერვლიდან შეუდგება. 31 დეკემბრის ღამეს ახალი წლის შეხვედრას, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ვზეიმობთ, ამიტომ ახალი წლის ღამეს არ არის აუცილებელი წითელ სამოსში გამოეწყოთ ან ბანანის კერძები მოამზადოთ.

გაიგეთ რომელ ნიშანს ელოდება წარმატება ამ 12 წლიანი კალენდრის მიხედვით. ასე, ადამიანის ბედისწერის გამოცნობა გაგიჭირდებათ, მაგრამ სოციუმში რეალიზების გეგმის შედგენა კი ნამდვილად შესაძლებელია.

1. ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებულებს მაიმუნი ავტორიტეტისა და გავლენის ზრდას ჰპირდება. თუმცა ეს მაისამდე არ მოხდება. აქამდე აუცილებლად უნდა გაიღრმავოთ
ცოდნა და განვითარდეთ. როგორც იქნა საშუალება მოგეცემათ მრავალჯერ გადადებული ფსიქოლოგიური ტრაქტები შეისწავლოთ. რელიგიური რიტუალების მიმართ ინტერესი დაგიბრუნდებათ. 2016 წლის შემოდგომაზე თქვენი კარიერული წინსვლის დრო დგება და პოპულარობაც გეწვევათ.

2. ხარი

ძროხის წელში დაბადებულებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის გადალახვის შემდეგ, თავდაჯერებულება შეემატებათ და სოციუმში ადგილს თამამად დაიმკვიდრებენ. სამყაროს მიმართ შიში აღარ გექნებათ. 2016 წელი ცხოვრების წესის შეცვლის წელიწადი იქნება და გამოიჩინეთ ცვილელების ინიციატივა. ზაფხულში ბანკთან გექნებათ შეხება, ქორწინებაში მყოფები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ. საშემოდგომოდ შეგიძლიათ, მეორე უმაღლესი განათლება მიიღოთ.

3. ვეფხვი

მეუღლესთან მიმართებაში ვეფხვები აღვირახსნილები იქნებიან. შესაძლოა, ზაფხულამდე ბევრი, განქორწინების პრობლემის წინაშეც დადგეს. ზაფხულში ასევე შესაძლოა, მაღალი თანამდებობა დაიკავოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. შემოდგომაზე თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბიუჯეტში მეტი ფული შემოვა.

4. კურდღელი

კურდღლები აურზაურსა და უძილობას თავს დააღწევენ. თავისუფალ დროს უმჯობესია ქსოვოთ, კეროთ, წესრიგში მოიყვანოთ კარადები, მტვერი აიღოთ. დროა, ფიქრებს თავი მოუყაროთ და დაალაგოთ, სხვა საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ბევრი ადამიანის დახმარებით ბედნიერებასა და კმაყოფილებას განიცდით, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. ზაფხულში დაისვენეთ. შემოდგომაზე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დააკანონეთ.

5. დრაკონი

2016 წელს მაიმუნი დრაკონს ნიჭის შეძენას ჰპირდება - სიყვარულში ბედნიერება, შემოქმედებითი წინსვლა, ბავშვის გაჩენა ან შვილის წარმატება. ბავშვის აღსაზრდელად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მასში მთელი სული და ძალ-ღონე უნდა ჩადოთ, ასევე უნდა მოიქცეთ საყვარელი ადამიანის ახლოს შესაცნობად ან დაოსტატებისას. ამისთვის შესაფერისი დრო ზამთარი და გაზაფხულია. შემოდგომამდე პერიოდი ხელოვანი ხალხისთვის ნაყოფიერი იქნება. შემოდგომაზე სამკურნალო კურსი ჩაიტარეთ.

6. გველი

გველი საცხოვრებელი სახლის საკითხს გადაწყვეტს. მსგავს სიტუაციაში მხოლოდ 19 წლის შემდეგ აღმოჩნდებიან. შესაძლოა, უკვე შერჩეულიც გაქვთ შესაფერისი ვარიანტი. მაისის შუა რიცხვებში დროა დოკუმენტებს თავი მოუყაროთ და ფინანსური საკითხები გადაჭრათ. საზაფხულოდ კი ბინა ან სახლი შეიძინოთ. ამავე წელს თქვენს ოჯახს მატება ელოდება, იქნებ თქვენი შვილი დაქორწინდეს. შემოდგომა თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებისა და ბავშვის გაჩენის პერიოდია.

7. ცხენი

მოახლოებულ წელიწადში ცხენს ბევრი ურთიერთობა, მოგზაურობა და სწავლა ელოდება. პირველი 6 თვე ინფორმაციის დაგროვების, ნაცნობობისა და ძველი ურთიერთობების ფორმირების დროა. ყველაფერი, რასაც ისწავლით და დეუფლებით, თქვენს გამოსადეგობას კიდევ უფრო გაზრდის და თავდაჯერებულება შეგემატებათ. წლის მეორე ნახევარში ოჯახზე კონცენტრირდით.

8. თხა

ფულის გამომუშავება - ის, რაც მათ ყველაზე კარგად გამოუვათ 2016 წლის შემოდგომამდე. ზამთარსა და გაზაფხულზე მსხვილ თანხებთან თამაშს არ გირჩევთ. საუკეთესო პერიოდი ზაფხულია, მანამდე კი თქვენთვის საინტერესო ყველა პროექტში მიიღეთ მონაწილეობა. ამ პერიოდში გადადებული საქმეების რეალიზებაც შეგიძლიათ. საშემოდგომოდ შეცვალეთ ტელეფონი, მანქანა ან კომპიუტერი.

9. მაიმუნი

მაიმუნებმა თავს უნდა მოუარონ და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც მაიმუნი ჰპირდება. ამ წელს ეგოიზმი შეგიპყრობთ. ბევრი ქმედება ისეთ შედეგებამდე მიგიყვანთ, რაც თქვენი ცხოვრების ფორმირებას მოახდენს. ზაფხულში ბევრი მათგანი დაქორწინდება, ან გაეყრება, გააჩენენ ბავშვებს, დიპლომიანი სპეციალისტები გახდებიან, დაიცავენ სადოქტორო დისერტაციას, ბევრ კონკურსში საუკეთესო შეფასებას მიიღებენ ან პირველ ადგილს დაიკავებენ, ან სხვა გზით შეიცვლიან სოციალურ სტატუსს. საშემოდგომოდ აქტიურად აკონტროლეთ წონა - უკეთესობისკენ შეცვლის რისკი დიდია.

10. მამალი

მამლებისთვის 2016 წლის ზამთარი და გაზაფხული მარტივად არ ჩაივლის. ყველაფრის მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ, ბევრ წარუმატებლობასა და არაკეთილისმოსურნეებისგან დასჯას გადაიტანთ. შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები დაგემართოთ, რის გამოც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მოგიწევთ. თუ სპეციალისტებს დაუჯერებთ, ზაფხულისთვის თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შემოდგომაზე კი ვარსკვლავური ჟამი ჩამოკრავს - საზოგადოებაში საჭირო ადამიანი გახდებით, სახელს მოიხვეჭთ, დიდი წარმატება და ავტორიტეტის ზრდა გელოდებათ. ფრთხილად იყავით, ვარსკვლავური სენი არ შეგეყაროთ.

11. ძაღლი

ძაღლებს თავდაჯერებულობა შეემატებათ, საკუთარ თავს მიენდობიან და მომავალს გაბედულად შეხედავენ. გააცნობიერებენ, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ცხოვრებაზე მსგავსი შეხედულება, ბევრ ახალ მეგობარს შეგძენთ. ახალი ინტერესების გაჩენასთან ერთად, ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ. გაიზრდება საზოგადოებრივ და მოხალისეთა ორგანიზაციებში მონაწილეობის სურვილი, პოლიტიკით დაინტერესდება. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების წესის შეცვლის. შემოდგომაზე დაისვენეთ და ხშირად განმარტოვდით.

12. ღორი

ღორები ახალ წელიწადს სხვადასხვაგვარად გაატარებენ. შეუძლიათ, კარიერა მოიწყონ და დიდებას მიაღწიონ, ან განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და მოახდინონ იმის რეალიზება, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მნიშნელოვანია რომელ მეთოდს გამოიყენებთ და იზიარებთ თუ არა სხვების ინტერესებს. სხვებს ფეხს ნუ გადააბიჯებთ, ეს მალევე ცუდად მოგიბრუნდებათ. მნიშვნელოვანი საქმეები ზაფხულისთვის დაგეგმეთ. შემოდგომაზე შეგიძლიათ ერთი საქმის გარშემო მსგავსი იდეალების მქონე ადამიანები გააერთიანოთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS