13 დეკემბერი, 2015
პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების - მონიკა ბელუჩისა და ანჯელინა ჯოლის ცხოვრებისეული ფრაზები: „ყველას გვჭირდება იმაზე მეტი სექსი, ვიდრე გვაქვს“
მონიკა ბეჩული:

1. რაღაც დროის შემდეგ ქორწინებაში მნიშვნელოვანი ნაპერწკალი ქრება. სასიამოვნო გამონაკლისია, ქორწინებები რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ამ ნაპერწკალს ინარჩუნებს! ადამიანი ასეა მოწყობილი, ის რაც ოდესღაც სიგიჟემდე უყვარდა, საბოლოოდ სძულდება.

2. იმდენ ლამაზ ადამიანს ვიცნობ დანგრეული ცხოვრებით. ბედნიერება სილამაზეში არ არის. ნამდვილ კომფორტს შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი თავის ფლობა ქმნის.

3. განქორწინება ტრაგედიაა, მაგრამ უარესია როდესაც ადამიანები ერთად რჩებიან, ერთმანეთი კი არ უყვართ.

4. მე არ ვარ ვარსკვლავი, მე ვარ მსახიობი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის პროფესიაზე.

5. როდესაც კამერის წინ თამაშობ,
მნიშვნელობა არ აქვს ფილმს დიდი ბიუჯეტი აქვს თუ მცირე.

ანჯელინა ჯოლი:


1. ჩვენი არჩევანია, როგორ ვიღებთ ცხოვრებაში მომხდარ ფაქტებს. შეგვიძლია გავბოროტდეთ და კაცობრიობისადმი ზიზღით ავივსოთ ან მადლიერების და სიყვარულის გრძნობები გვამოძრავებდეს.

2. ტკივილის გარეშე შეცდომებზე ვერ ვისწავლიდით. საჭიროა, გვტკიოდეს, იმისთვის რომ უკეთესები გავხდეთ.

3. მე გავიზარდე სამყაროში, სადაც დისნეის პრინცესებს აღმერთებდნენ. ვცდილობ მივბაძო მათ, ვიყო მომთმენი, მიმტევებელი, ბედნიერი და თავისუფალი.

4. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ბოროტი ადამიანების წარსული სავსეა ტკივილით. თავდაპირველად ყველა სული ლამაზია. სწორედ ამიტომ ვითამაშე მალეფიცენტას როლი.

5. ხანდახან ვუყურებ ჩემს ქმარს და გულწრფელად მიკვირს, რატომ არის ჩემს გვერდით. ქვეყნად იმდენი ლამაზი და ჭკვიანი ქალია.

6. ადამიანის ბუნება კომპლექსებითაა სავსე. მთელი ცოხვრება კომპლექსების დამარცხებააა.

7. ყველას გვჭირდება იმაზე მეტი სექსი, ვიდრე გვაქვს!

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
beso
ორი ნამდვილი ქალის იდეალი
19:15 / 13-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS