რაზე მეტყველებს თმა?
თუ რბილი, აბრეშუმისებრი თმა გაქვთ სენსიტიური ადამიანი ხართ.
თუ უხეში თმა გაქვთ, სულიერად ძლიერი ხართ და დაცემის შემდეგ ძალებს ადვილად იკრებთ.
რაზე მეტყველებს შუბლი?
ფართე შუბლის ადამიანებს პრაქტიკული აზროვნება ახასიათებთ, ისინი პრობლემური სიტუაციებიდან ადვილად პოულობენ გამოსავალს, სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას.
მაღალი და მრგვალი შუბლის ადამიანები კრეატიულები არიან. მათ
თუ ვიწრო შუბლი გაქვთ კონსერვატული აზროვნება გაქვთ. გირჩევნიათ მრავალჯერ გამოცდილი გზები, ვიდრე ახალი გზის დამოუკიდებლად გაკაფვა.
პატარა შუბლის მქონე პიროვნებები კარიერისტები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სტატუსი და ფული.
რაზე მეტყველებს წარბები?
თუ წარბებ შორის მცირე დაშორება გაქვთ, ყველაფერში სისწრაფე გახასიათებთ.
თუ წარბებ შორის დიდი დაშორება გაქვთ, იდუმალი და ამოუცნობი ხართ.
თუ წარბები დაქანებული გაქვთ, თავდაჯერებულობა გაკლიათ და მუდმივად ეჭვები გღრღნით.
რაზე მეტყველებს თვალები?
პატარა თვალების ადამიანები ჩაკეტილები არიან, თავისი სამყარო აქვთ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ.
საშუალო ზომის ადამიანს ემოციური და გონებრივი ინტელექტი აქვს.
ფართოთვალება პიროვნება ექსტრავერტია. ადვილად იძენს მეგობრებს.
რაზე მეტყველებს ცხვირი?
სწორი ცხვირის ადამიანები წარმატებას ადვილად აღწევენ.
გრძელი ცხვირი აქვთ ტრადიციების მოყვარულ ხალხს.
აპრეხილი ცხვირის მქონე ადამიანები ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან.
რადა მახარაძე