1. ფირუზი
ამბობენ, რომ ფირუზი სამოთხესა და დედამიწას შორის ხიდია. ეს ქვა საოცარი მკურნალია! ჯერ კიდევ უძველეს დროში აღმოაჩინეს, რომ ოჯახი რომელშიც ფირუზი ინახებოდა, იზიდავდა წარმატებასა და იღბალს. მითოლოგიაში ითვლება, რომ ფირუზი ღმერთების საჩუქარია. ფირუზი ადამიანებს გულახდილობასა და კომუნიკაციაშიც ეხმარება. თუ გსურთ, რომ ოჯახის წევრები ჯანმრთელები იყვნენ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ურთიერთობებში პრობლემები არ შეექმნათ, სახლში ფირუზი
2. კვარცი
კვარცი ანეიტრალებს ნეგატიურ ენერგეტიკას. გეხმარება გაუშვა წარსულთან დაკავშირებული ბრაზი, გულისტკივილი და იმედგაცრუება. როგორც კი ძველი ენერგიისგან განთავისუფლდებით ახალი, ჯანსაღი ენერგიით აივსებით.
3. ციტრინი
ციტრინი უდავოდ ბედნიერების კრისტალია! ის პოზიტიურ ენერგიას იზიდავს და გარემოს მეგობრულს ხდის. ციტრინი გეხმარებათ თავისუფლად ოცნებაში და ყველა სურვილის ასრულებაში.
4. ჰელიოტროპი
ჰელიოტროპს უძველეს დროში სისხლის გასაწმენდად გამოიყენებდნენ. ეს ქვა სხეულს ენერგიითაც ავსებს. ადამიანს უფრო თავდაჯერებულს
ხდის და მომავლისადმი ეჭვებს უქრობს. ჰელიოტროპი თქვენს ემოციებსაც აბალანსებს.
5. სერდოლიკი
სერდოლიკს თქვენი ყველაზე არარეალური ოცნებების ახდენაც კი შეუძლია. არ ვგულისხმობთ ფრენას ან მარსზე საცხოვრებლად გადასვლას. ის ბლოკავს წარუმატებლობის შიშს და უარყოფით ენერგიას, სამაგიეროდ თქვენში აღებს ბრძოლისუნარიონობას და მიზანდასახულობას. სერდოლიკი მოტივაციის შეუდარებელი საშუალებაა.
რადა მახარაძე