13 დეკემბერი, 2015
ადამიანი, რომელიც ცხოვრებას დაგიგნგრევს - წაიკითხეთ, ვიდრე გვიანი არ არის
როცა საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, აუცილებლად იპოვეთ მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გეტყვით - "რატომ ვერ გააცნობიერე მაშინვე, რომ შენი რჩეული აგრესიული და საზიზღარი ადამიანია. ნუთუ ვერ შეამჩნიე, რომ ნამდვილი მხეცივით იქცეოდა?!" როგორც წესი, ამ კითხვაზე ქალები პასუხობენ, რომ თავიდან ის ძალიან კარგი იყო, შემდეგ კი უკვე ძალიან გვიანია. ხანდახან სიყვარული გვაბრმავებს და მიმნდობ სულელებად გვაქცევს.


ის ძალიან მზრუნველია


ფეხსაცმელს გიწმენდთ და სამსახურში კონტეინერით თქვენთვის საჭმელი მოაქვს? პირადად აკონტროლებს, რომ საფენები ყოველთვის გქონდეთ, ცხვირის წვეთებსაც კი თავად
გაწვეთებთ და რა სასიამოვნოა, როცა თავს სუსტად გაგრძნობინებს, არსებობს დიდი და კეთილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს შენზე. ზრუნვა ერთია, გადამეტებული მზრუნველობა კი მეორე. მეორე შემთხვევაში მისთვის უბრალოდ სულელი სათამაშო ხართ, რომელსაც არაფერი შეუძლია, გარდა მინეტისა.

ჩემზე ღელავს

ყოველ 10 წუთში რეკავს და გეკითხება, სად ხარ ან რას აკეთებ. და თუ მოულოდნელად არ უპასუხე, გულმოსული მაშინვე იქ გაჩნდება. შენს ყველა საქმეში ერევა, დაწყებული პედიკურისა, გინეკოლოგით დამთავრებული. არა, ის თქვენზე არ ღელავს, უბრალოდ არ ასვენებს, რომ თქვენ გაგაჩნიათ პირადი ცხოვრება, რომელსაც თვითონ ვერ მართავს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მალე აკრძალვების სიის შედგენას დაიწყებს.

ის ისეთი რომანტიკულია

სხეულზე თქვენი ინიციალების ტატუ გაიკეთა, ფანჯარაზე დაგიწერათ "სამუდამოდ მიყვარხარ", ხოლო როცა იკამათეთ, მეტროში ჩავარდა და ყვიროდა, რომ თუ მიატოვებთ ვენებს გადაიჭრიდა... სიყვარულის მსგავსი გამოვლინება ფსიქიკურ აშლილობასთანაა დაკავშირებული, მანიპულაციისკენ სწრაფვა და საკუთარი მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად.

წარმოუდგენლად გულუხვია

მდიდრული საჩუქრებით განებივრებს, ამის ფული კი ნამდვილად არ ექნება. კრედიტს იღებს და აიფონს/მანქანას/ბინას გყიდულობს. ნაადრევად ნუ გაგიხარდებათ, არც დაკვეხნაა საჭირო. პირველ რიგში ძალიან სულელია, მეორეც ნივთად მიგიჩნევთ, რომლის ყიდვაც შესაძლებელია. ფრთხილად იყავი, ერთხელაც ამ ყველაფერს შეგახსენებს.

სექსში ისეთი აღვირახსნილია
ვნებიანი, მდიდარი ფანტაზიითა და ხანდახან უხეშიც. სექსით ნებისმიერ დროს დაკავდება, მიუხედავად შენი დაღლილობისა თუ დაკავებულობისა. თავიდან მოგწონს კიდეც, ეს ხომ ნამდვილი ვნებაა, მაგრამ მალე შეამჩნევ, რომ ყველა ინიციატივა მისგან მოდის, შენ კი უბრალოდ თანხმდები და არავინ არაფერს გეკითხება.

თქვენს მომავალ ცხოვრებას დეტალებში განიხილავს

გაცნობის დღიდან ახსენებს "ჩვენ" და თითქმის მაშინვე დაიწყო თვენი მომავალი სახლისთვის ავეჯის შერჩევა? შვილების სახელებიც თავად აქვს შერჩეული და რა თქმა უნდა, გსიამოვნებთ, რომ ადამიანი ასე სერიოზულად უდგება ურთიერთობას. მაგრამ ის არა თქვენს ცხოვრებას, არამედ საკუთარ ცხოვრებას გეგმავს, თქვენი ადგილი სადღაც კედებსა და კარტოფილის ჩიფსებს შორისაა. შენი ინტერესები აბსოლუტურად არ აღელვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს გკითხავდათ და შეგითანხმდებოდათ.

მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ. ის ნამდვილი მამაკაცია

იყო ნამდვილი მამაკაცი - გაბედული, მამაცი და უშიშარი - ძალიან კარგია და ეს ყველა ქალის ოცნებაა. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ურთიერთობის დასაწყისში სიმამაცე აგრესიაში არ აგერიოთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ გუშინ "ლოთს" დაესხა თავს, სავსებით მოსალოდნელია დღეს შენ ჩაგარტყას ფეხი მუცელში. რა თქმა უნდა, ფიქრობ, რომ შენ ეს არ შეგემთხვევა, ფრთხილი და ყურადღებიანი ხარ, თუ რამე მოხდება მაშინვე მიატოვებ, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება. ამიტომ ვიდრე გვიანი არ არის, მეტი სიფრთხილე გამოიჩინე.

ჰო ის ძალიან კარგი და კეთილია, წინდებს გითბობს და შენზე ზრუნავს, მაგრამ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, თუ უმიზეზოდ ჩაებმება სკანდალსა და ჩხუბში, დაუყვირებს ბავშვს ან მოხუცს, თუნდაც ერთხელ მასზე სუსტს სიტყვიერად ან საქმით გაანაწყენებს - მაშინვე მიატოვე. აქ ბედნიერებას ვერ იპოვით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნეტავ თუ არსებობენ იდეალური ქმრები ან ცოლები ? :) და საერთოდ ადამიანები....
15:47 / 19-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS