12 დეკემბერი, 2015
ოჯახური ბედნიერების მარტივი რეცეპტები - სცადეთ, შედეგი გაგაოცებთ
შეყვარებულობის პერიოდში წყვილისთვის წარმოუდგენელია, რომ სიყვარული ოდესმე განელდება და მათი ურთიერთობა რუტინად იქცევა. სინამდვილეში ყოველდღიურობა რომანტიკას კლავს და სიყვარულსაც აძინებს. სტატიაში გთავაზობთ ოჯახური ცხოვრების გაუმჯობესების ხერხს. სცადეთ და გაოცდებით!

1. აუცილებლად ერთად ისადილეთ

ცხოვრების სწრაფი სტილის გამო ალბათ ოჯახის წევრები სხვადასხვა დროს სადილობთ. დასხედით და განიხილეთ პრობლემა: თქვენ ხომ ძალიან ცოტა დროს ატარებთ ერთად. სადილი საოჯახო რიტუალად აქციეთ. მიუსხედით სუფრას, ისაუბრეთ რამ გაგახარათ, რამ დაგამწუხრათ, მომავალი დღის გეგმები გაუზიარეთ ერთმანეთს ან იხუმრეთ.

2. ხშირად დაურეკეთ ერთმანეთს

დაფიქრდით,
ოჯახის წევრებთან დილას 10 წუთიანი დიალოგი გაქვთ, საღამოსაც მაქსიმუმ ნახევარი საათი ესაუბრებით. სამუშაო სათებში იპოვეთ რამდენიმე წუთი მათთან მესიჯის გასაგზავნათ. მოიკითხეთ შვილები, მოესიყვარულეთ ქმარს. მამაკაცს ინტიმური მესიჯიც ძალიან გაახარებს. უთხარით ცოლს, რომ ერთი სული გაქვთ შეხვდეთ.

3. ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს

აკოცეთ მეუღლეს და გადაეხვიეთ დღეში რამდენჯერმე. თავიდან მამაკაცს ცოტათი ეუცნაურება სითბოს ამხელა დოზით გამოხატვა, მაგრამ აუხსენით, რომ ეს თქვენი ოჯახისთვის აუცილებელია. თუ შვილები გყავთ მათაც გაუღიმეთ და მოეფერეთ.

4. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს

გეყოფათ ერთმანეთის დაუსრულებელი გაკრიტიკება! თუ ადამიანს რთულ სიტუაციებში გვერდში არ უდგახარ, შეუძლებელია კარგი მეგობარი, ქმარი, ცოლი, მშობელი ან შვილი იყო. მაშინაც კი როცა ოჯახის წევრმა შეცდომა ჩაიდინა, არ განიკითხოთ, არ ეჩხუბოთ, გამოსავლის პოვნაში დაეხმარეთ. გააძლიერეთ და დაანახეთ რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS