12 დეკემბერი, 2015
რატომ არის საშიში ჯანმრთელობისთვის ენერგოდამზოგავი ნათურები? - ეს სიმართლეა!
სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე, რომელიც ჩვენს სახლებში ლამის უცვლელ ნივთებად არის ქცეული, ვგებულობთ, რომ სინამდვილეში სარგებლობაზე მეტად მავნებლობა მოაქვს და უფრო მეტიც - ჯანმრთელობისთვის არის საშიში. ამჯერად საუბარია ენერგიის დამზოგავ, ე.წ. ეკონათურებზე, რომლებიც თურმე გაცილებით მავნებელია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.

როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, პირველ რიგში ეკონათურები სიმსივნის გამომწვევი ნივთების სიაში მოხვდა. სახიფათოა ნათურებისგან გამომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება. ნიუ-იორკის შტონყ Bროოკ Uნივერსიტყ-ს მეცნიერთა დასკვნების თანახმად, ეს გამოსხივება მკვეთრად ვნებს ჯანმრთელობას. ნათურა იმ
დოზით ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც კანის უჯრედებს აზიანებენ. ეს იწვევს კანის უჯრედების კვდომას, კანის დაბერებას და პერსპექტივაში - მელანომას, სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახეობას.

თავად ნათურების მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ის ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, თუმცა ამტკიცებენ, რომ დოზები მისაღებია. მეცნიერთა თქმით კი, ამ ნათურების დამცავი საფარი მიკრობზარებით იფარება, რომლებიც გამოსხივების ინტენსივობას იწვევენ.

დღესდღეობით 2 სახის ენერგოდამზოგავი ნათურა არსებობს: კოლაგენური და ფლუორესცენტური. ყველაზე საშიში ფლუორესცენტურია, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ვნებს.

სპეციალისტები ურჩევენ ამ სფეროს წარმოადგენლებს, ამოიღონ გაყიდვებოდან ამ სახის ნათურები, რომლებიც 100 ვატზეა გათვლილი. 40 და 60 ვატზე გათვლილი ენერგოდამზოგავი ნათურები ნაკლებ მავნედ ითვლება.

ენერგოდამზოგავ ნათურებს შეუძლიათ გამოიწვიონ ვერცხლისწყლით მოწამვლა. თურმე ეს ნათურები გამოსცემს ვერცხლისწყლის საკმაოდ საშიშ დოზას. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS