როგორც მან "კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, "მილკოს" მიერ წარმოებული მაწონი რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე, სუპერმარკეტ "ზღაპარში" შეიძინა, გახსნისას კი პროდუქტში ტარაკანა იპოვა. მომხმარებელი ამბობს, რომ მაწონი მარკეტისთვის არ დაუბრუნებია, რადგან პროდუქტი ქარხნულად იყო შეფუთული. მან კომპანია "მილკო ფუდს" ფაქტის შესახებ მაშინვე აცნობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
"კვირა" დაინტერესდა, თუ როგორ აღმოჩნდა რძის პროდუქტში ტარაკანა და რამდენად
კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი კომპანიაში სანიტარული ნორმების დარღვევას გამორიცხავს. მისი განცხადებით, "მილკოს" პოლიეთილენის ქილებით კომპანია "თეგე" ამარაგებს და დიდი ალბათობით, ქილაში მწერი იქამდე იყო, სანამ მაწონი ჩამოისხმებოდა. ამის მიუხედავად, მახარაშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა კომპანია "მილკო ფუდსაც" ეკისრება. იხილეთ სრულად