12 დეკემბერი, 2015
20 ცხოვრებისეული ფრაზა ფილმიდან "ხელშეუხებელნი" - „ისწავლე, რომ ბედნიერი სწორედ ახლა იყო. სხვანაირად ვერ მოასწრებ“
ფილმი "ხელშეუხებელნი" მსოფლიო კინომატოგრაფიის ოქროს სიაში შემავალი შედევრია. რეჟისორმა ერთ სურათში ერთდროულად - დრამისა და კომედიის გაერთიანება მოახერხა. ამიტომაც ფილმი სიკეთით, სიცოცხლითა და ემოციით სავსეა.
"ხელშეუხებელნი" კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ადამიანს არა მარტო მოვლა და დაუსრულებელი სიმშვიდე, არამედ ნამდვილი ცხოვრება სჭირდება, რასაც აფთიაქში ნამდვილად ვერ შეიძენ. სურათი გამოირჩევა ესთეტიური, ნათელი სიუჟეტით, ნიჭიერი მსახიობების თამაშითა და შესანიშნავი იუმორით, რაც გულიანად გაგაცინებთ.

მაშ ასე! კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ღირსეული ფილმი:

1. ნუ დაელოდები, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება,
გამარტივდება, შემსუბუქდება. ასე არ მოხდება. სირთულეები ყოველთვის
შეგხვდება. ისწავლე, რომ ბედნიერი სწორედ ახლა იყო. სხვანაირად ვერ მოასწრებ.

2. ტკივილი ხანდახან გაგივლის, ფიქრები კი რჩება.

3. თუ მუსიკაზე არ ცეკვავენ - ეს მუსიკა არ არის.

4. - დრის, მითხარით, რატომ იზიდავს ადამიანს ხელოვნება?

- ალბათ იმიტომ, რომ მომგებიანია.

- არა, ეს დედამიწაზე კვალის დატოვების ერთადერთი შესაძლებლობაა.

5. ალბათ ძალიან მეამიტი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, გარდა საბანკო ანგარიშებისა, ჩემში სხვა კარგი რამეებიც არის.

6. ეს ყველაფერი ძვირადღირებულია, მაგრამ მადლობა ღმერთს, მდიდარი ინვალიდი ვარ.

7. გამარჯობა! დასაქმების ფონდში დარეკეთ? სამწუხაროთ ჩვენი ხაზები დაკავებულია. ლოდინის დრო - 2 წელი.

8. - ფერწერა გიყვართ?

- ჰო, რაფაელი ძალიან მიყვარს.

- მე კიდევ სხვა კუ-ნინძები მომწონს.

9. მისტერ კაპონეს გადაეცით, რომ ჩვენ დავთანხმდით არ დათანხმებაზე.

10. ხალათი გაიხადეთ, თორემ თავი საგიჟეთში მგონია.

11. გაყინული სტეიკივით ვარ, რომელსაც ცხელ ზეთში აგდებენ - ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცუდად ვარ.

12. საშინელება ის კი არ არის, რომ სავარძელში ვარ, საშინელება სავარძლის გარეშე ყოფნაა.

13. - რეკომენდაცია გაქვთ?

- დიახ. რეკომენდაციები თავზე საყრელად მაქვს.

- მაშ, გისმენთ.

- არვიცი, «Kool & the Gang», «Earth, Wind and Fire»". დიდ რეკომენდაციას ვუწევ.

14. - ამის მოჭრა როგორ მოხერხდება?

- ვნახოთ.

- "ვნახოთ" - ეს ბევრია თუ ცოტა.

15. - ქუჩის ბიჭებმა შებრალება არ იციან.

- სწორედ ამაშია საქმე. არ მინდა ვინმემ შემიბრალოს.

16. - რა მუსიკაა?

- ეს ანტონიო ვივალდია - წელიწადის დროები.

- ა, ტომი და ჯერიდან?

17. - ჩემთვის სილამაზეზე მეტად ადამიანის სულიერებაა მნიშვნელოვანი.

- ადამიანი მესმის, მაგრამ თუ გომბეშოა? მაშინ თქვენ სულიერი კავშირი გექნებათ გომბეშოსთან.

18.
- ესეც ასე ფილიპე. სადილად ვერ დავრჩები..

- რატომ?

- მარტო არ იქნებით.. ასე გამოვიდა - თქვენ შეხვედრა გაქვთ.

- შეხვედრა? რაზე საუბრობ?!

- ნუ აღელდებით, ყველაფერი კარგად იქნება.. ამჯერად ვეღარ გაიქცევით.

19.
არ დანებდე, არასდროს დანებდე, ვიდრე ბრძოლა არ დასრულდება.

20.
- ამბობენ მალე მაგარ სასმელებს აკრძალავენ.. მაშინ რას იზამთ?

- წავალ, დავლევ.

თუ ეს ფილმი ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS