12 დეკემბერი, 2015
10 რამ, რასაც 2016 წელს აუცილებლად უნდა დაემშვიდობოთ
ვიდრე სურვილების ახდენაზე ოცნებას დაიწყებდეთ, ჯერ ძველ უარყოფით ჩვევებს გადახედეთ და საბოლოოდ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან.

1. დაემშვიდობეთ ხმებს, რომლებიც გამუდმებით ჩაგესმით

დაუყოვნებლივ შეწყვიტე შინაგან ხმასთან კამათი და უბრძანე, რომ ყველაფერს უნაკლოდ ვერ შეასრულებთ. სიწყნარე ყველა პასუხს გაპოვნინებთ.

2. თავი დაანებეთ გამუდმებით თავის კონტროლს

თვითშეფასება და თვითკრიტიკა ხანდახან ყველასთვის აუცილებელი თვისებაა, მაგრამ გამუდმებით თავის კონტროლი ზედმეტია. მაქსიმალურად კონცენტრირდით საქმესა და პროცესებზე.

3. დაემშვიდობეთ წარსულის ცუდ მოგონებებს

ყველას ჩაუდენია წარსულში ისეთი რამ, რაც საამაყო ნამდვილად არ არის. უბრალოდ დაივიწყეთ და
გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ცხოვრებას სწავლობს.

4. დაემშვიდობეთ ცრემლებს

შემდეგში, როცა გაგიჭირდებათ და ცუდად იქნებით, გამხნევდით და თქვენს თავს მიულოცეთ, რომ მალე კიდევ ერთ რამეს გადალახავთ და გაძლიერდებით.

5. დაემშვიდობეთ ადამიანებს, რომელთანაც საერთო არაფერი გაქვთ

ხანდახან ისეთ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა, ვისი არსებობაც თქვენთვის არაფერს ნიშნავს. და თუ ამ ურთიერთობის შეწყვეტის სურვილი გაგიჩნდებათ, ნუ მოგერიდებათ, მალე დაასრულეთ. ყურადღება გადაიტანეთ ადამიანებზე, ვინც გახარებთ და მათზე ზრუნვის სურვილი გაქვთ.

6. დაემშვიდობეთ ელექტრონულ დამოკიდებულებას

თუ ტელეფონითა და ნოუთბუქით ზედმეტად ხართ გატაცებული, უმჯობესია, ეს ჩვევა თავიდან მოიშოროთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში და საკუთარ თავთან ხშირად განმარტოვდით.

7. დაემშვიდობეთ სხვებისგან თქვენი მისამართით ნათქვამ სიტყვებს

საკუთარი თავი შეიყვარეთ და დაივიწყეთ სხვები რას ფიქრობენ თქვენზე. ადამიანების ნათქვამს არ მისცეთ უფლება თქვენი ცხოვრება მართოს.

8. დაემშვიდობეთ ნაკლს

თუ გამუდმებით სარკესთან ტრიალებთ და თავს აკრიტიკებთ, ცხოვრებაში ერთხელ სარკის შეცვლაზე იფიქრეთ. თქვენს ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედეთ. კონცენტრირდით იმაზე, რაც გიყვართ და რაც უკვე გაგაჩნიათ.

შეიყვარეთ საკუთარი თავი. შეცვლა მხოლოდ ასე შეიძლება.

9. ისწავლეთ საღად აზროვნება

გახსოვდეთ - სრულყოფილი არავინაა და მხოლოდ ერთეულები მუშაობენ საკუთარ თავზე, რომ უკეთესები გახდნენ. ისწავლეთ შეგუება და აპატიეთ საკუთარ თავს.

10. დაემშვიდობეთ აზრს, რომ მომავალი წელიც, გასული წელივით ჩაივლის

ზუსტათ ერთნაირად არაფერი მეორდება. ეს უბრალოდ ადამიანების ჩვევაა, საკუთარ თავს დააჯერონ, რომ მათი ცხოვრება რუტინაა, მაგრამ ასე სულაც არ არის. ყველა დღე ერთმანეთს არ ჰგავს! ისწავლეთ შესაძლებლობების გამოყენება, რაც საკუთარი თავის წარმოჩენაში დაგეხმარებათ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS