11 დეკემბერი, 2015
შეუძლია, თუ არა, თხის რძეს ძროხის რძის ჩანაცვლება
საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ძროხის რძეს მიირთმევს. მეცნიერები ცდილობენ, მისი ალტერნატივა იპოვონ. დიდი ხანია, ცნობილია, რომ თხის რძეს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს.  საინტერესოა, იცით თუ არა რამდენად სასარგებლოა ის.

თხის რძე ძალიან ჰგავს ძროხის რძეს. ძირითადი განსხვავება რამდენიმე ელემენტშია. ეს ელემენტები თხის რძეს ძროხის რძეზე უფრო სასარგებლოს ხდის.

თხის რძე შეიცავს: კობალტს, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, კრინას, ნატრიუმს, ფოსფორს, ვიტამინებს B, A, C.

თხირ რძე და ალერგია

თხის რძე ფაქტობრივად არ შეიცავს ალფა 1-ლის
კაზეინს. ეს ნივთიერება ადამიანში ალერგიას იწვევს. ასევე, თხის რძეში ლაქტოზის მხოლოდ 23%-ია, მაშინ როცა ძროხის რძეში ლაქტოზა 57%-ს აღწევს. ანტიალერგიული უნარის გამო, თხის რძე ბავშვთა კვების ნაწილი ხდება. თხის რძეში აღმოჩენილია ალბუმინი, წყალში ხსნადი ცილა. ალბუმინითაა გაჯერებული დედის რძეც. სწორედ ამიტომ ახალშობილთათვის თხის რძის მიღება სასურველია.

რა მოხდება თუ თხის რძეს დალევთ?

არ დაგემართებათ დისბაქტერიოზი, მოგიგვარდებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ბუასილი, გააქტიურდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. მოგირჩებათ გასტრიტი, გაგიძლიერდებათ ძვლები, გამოიყენება რაქიტისა და ოსტეოხონდროზის პრევენციისთვის.
გაგიძლიერდებათ იმუნური სისტემა, ქიმიოთერაპიის დროს შემცირდება გარდაცვალების რისკი, დაცული იქნებით ონკოლოგიური დაავადებებისგან.

თხის რძე გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. შესაბამისად თუ თქვენ რეგულარულად დალევთ მას, კანს დაიცავთ გამოშრობისგან და დანაოჭებისგან. ასევე თხის რძე აუმჯობესებს კანის ფერს და გიცავთ თმისცვენისგან.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS