11 დეკემბერი, 2015
შეიძინეთ ლეღვის ჩირი, ის თქვენს ცხოვრებაში შოკოლადს ჩაანაცვლებს
უცნაურია, მაგრამ ლეღვში გაშრობისას ცილის რაოდენობა 2-3%-ით იზრდება, შაქარი კი 50-70%-ით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ლეღვის ჩირის ჭამის შემდეგ აუცილებლად გასუქდებით.

ბუნებრივ შაქარს ორგანიზმი მარტივად უმკლავდება და ენერგიის წყაროდ აქცევს. თუ ლეღვის ჩირს ზომიერად მიირთმევთ, ის ენდორფიინის გამომუშავების გზად გადაიქცევა, კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და შოკოლადს ჩაანაცვლებს.

ის ადვილად მოგიხსნით სტრესს და დეპრესიულ ფონს. ლეღვის ჩირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. იგი კალიუმის, მაგნიუმის, რკინის და კალციუმის შეუდარებელი მარაგია. პექტინის შემცველობა ამ ჩირს ფასდაუდებელ პროდუქტად
აქცევს.

პექტინი უიშვიათესი ნივთიერებაა და დიდხანს თვლიდნენ, რომ მას მხოლოდ სახამებელი შეიცავს. პექტინი ეფექტურად ახორცებს ჭრილობებს, სწორედ ამიტომ ტრამვების დროს ექიმები პაციენტებს ლეღვის ჩირის მიღებას ურჩევენ. უნდა აღინიშნოს, რომ ლეღვის ჩირი სისხლს ასუფთავებს და სისხლ-ძარღვების კედლებს ამაგრებს.

შენიშნვნა:
ლეღვის ჩირი რეკომენდირებულია ფეხმძიმეებისთვის, თუმცა მას უნდა ერიდონ დიაბეტით დაავადებული დედები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS