11 დეკემბერი, 2015
25 რჩევა დედებს, რომლებიც ვაჟს ზრდიან - „იკითხეთ მასთან ერთად“
მოგეხსენებათ, ვაჟის დედობა არცთუ ისე ადვილი საქმეა. ბიჭები გარკვეულ ასაკში მეტად ჭირვეულობენ, დედებს კი ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ.
ამიტომ თუ ბიჭის დედა ხართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:

1. ასწავლეთ, გესაუბროთ იმაზე, თუ რას გრძნობს.

2. იყავით ნებისმიერი მისი წამოწყების ქომაგი.

3. ასწავლეთ რეცხვა.

4. იკითხეთ მასთან ერთად.

5. წაახალისეთ, როცა ცეკვავს.

6. დარწმუნდით, რომ ღირსეული, მამაკაცური თვისებები აქვს და სხვა მამაკაცებისთვის მისაბაძი იქნება.

7. დარწმუნდით, რომ ქალებში ღირსეული იდეალებით სარგებლობს.

8. მისაბაძი მაგალითი კი
თავად იყავით.

9. ასწავლეთ მანერები.

10. ნუ მოუსპობთ რწმენას, რაც არ უნდა მოხდეს.

11. აუხსენით, რომ ხანდახან ალერსიანიც უნდა იყოს.

12. უფლება მიეცით, ხანდახან დააჭუჭყიანოს ტანსაცმელი.

13. ასწავლეთ ფეხბურთის თამაში.

14. ხშირად გაისეირნეთ მასთან ერთად ქუჩაში.

15. ნუ ჩაერევით თამაშში, ხანდახან დამარცხდეს კიდეც.

16. ასწავლეთ სხვების დახმარება.

17. აუხსენით, რომ პრაქტიკაში ყველაფერს ისწავლის.

18. ყოველთვის გაეცით პასუხი, როცა გეკითხებათ " რატომ?"

19. ყოველთვის თან ატარეთ ხელსახოცი და დოლბანდი.

20. დაუტოვეთ დრო, რომელსაც მამასთან განმარტოებულს გაატარებს.

21.
მიეცით საშუალება, დახარჯოს ენერგია.

22. ციხე-სიმაგრე ერთად აშენეთ.

23. ახალ ადგილებში წაიყვანეთ.

24. ხშირად ჩაეხუტეთ, აკოცეთ.

25. აგრძნობინეთ, რომ სახლში თანადგომას ყოველთვის გაუწევენ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS