1. არ რეაგირებს თავის სახელზე
როდესაც ბავშვს სახელს ეძახით ის კი ყურადღებას არ გაქცევთ და განაგრძნობს თამაშს ან უბრალოდ ფანჯარაში ყურებას, ე.ი. რაღაც პრობლემაა. აუტიზმით დაავადებული ბავშვებიდან მხოლოდ
2. კომუნიკაციის დეფიციტი
ახალი გამოცდილება ბავშვს კომუნიკაციის სურვილს უჩენს. მაგალითად, როდესაც ის ცაში ხედავს თვითმფრინავს, გაოცებული შეხედავს დედას და იკითხავს ,,რა დაფრინავს?" ამ გზით ბავშვი არა მარტო მშობელთან ურთიერთობს, არამედ შეიმეცნებს, ახალ ინფორმაციას იღებს და იმახსოვრებს. თუ შვილი შეკითხვებს არ გისვამთ, ინტერესს არ ამღჟავნებს მისთვის უცნობი მოვლენებისა და საგნების მიმართ, არ ეთამაშება და ესაუბრება თანატოლებს, წაიყვანეთ ექიმთან.
3. არ აქვს იმიტაციის უნარი
ჩვეულებრივ, ბავშვებს მოსწონთ სხვისი ქმედებების გამეორება, მაგრამ აუტისტი პატარები იშვიათად მიმართავენ იმიტაციას. დააკვირდით, იმეორებს თუ არა თქვენი შვილი მოზრდილების ქცევებს ან მიმიკებს.
4. არ თამაშობს სხვის როლს
როლში ვგულისმხობთ ,,დედას, ექიმს, მასწავლებელს, კოსმონავტს." ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ პატარები თამაშობენ მასწავლებლობანას, ექიმობანას და ოჯახობანას. აუტისტ ბავშვებს მსგავსი თამაშები არ მოსწონთ. ისინი სამყაროს და შესაბამისად თამაშს სხვგავარად აღიქვამენ.
5. ინდეფერენტულია
ჩვეულებრივ, ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან, ადვილად სწყინთ, სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. აუტისტი პატარები კი მაშინაც უემოციონი არიან, როცა მშობლები უყვირიან ან საყვედურობენ. გული არ უჩუყდებათ მულტფილმებზე, არ რეაგირებენ სევდისმომგვრელ სცენებზე.
რადა მახარაძე