11 დეკემბერი, 2015
8 რამ, რაც სექსზე ინტიმურია - რჩევები დამწყები საყვარლებისთვის
ყოველჯერზე, როცა სიახლოვეს ვახსენებთ, თავში მაშინვე სექსი მოგდით. თუმცა სიახლოვეს სექსს ვერ გაუთანაბრებთ, რადგან სექსის დროს ადამიანს ფიზიკურად ეხები, ემოციურად კი შესაძლოა, თქვენს შორის ათასობით კილომეტრია.
იმისთვის, რომ თქვენს პარტნიორთან დიდი სიახლოვე იგრძნოთ, ცოტაოდენი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ კი რამდენიმე მეთოდს გასწავლით:

1. უთხარით, რომ ძალიან ლამაზია

ამით მის მეტ ნდობას მოიპოვებთ, გულისხმობთ, რომ ძალიან გიყვართ და ის ყველაზე ლამაზი გოგონაა, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ. მსგავსი სიტყვები ყველაზე ინტიმურია, რა შეიძლება იყოს ორ შეყვარებულ ადამიანს შორის.

2. სასიყვარულო წერილი
მისწერეთ

ბევრი რამ შეიძლება, უსიტყვოდ გამოხატო, მაგრამ ყველა ქალს გამუდმებით სჭირდება სიყვარულში გამოუტყდეთ. ქალის გაბედნიერება ძალიან ადვილია. არ არის საჭირო კარგი მწერალი იყოთ, უბრალოდ გულწრფელად მისწერეთ რას გრძნობთ მის მიმართ.

3. თუნდაც ერთხელ ერთად იმოგზაურეთ

ამით შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ, უკეთ გაიცნოთ და გაუგოთ. ინტიმი - როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან ახლოსაა. მოგზაურობისას კი შანსი გეძლევათ, დააკვირდეთ, როგორ იქცევა ის მისთვის უჩვეულო სიტუაციებში. მას ისეთს გაიცნობთ, როგორიც სინამდვილეშია.

4. იზრუნეთ მასზე, როცა ავადაა და ნება მიეცით თქვენზე იზრუნოს, როცა გიჭირთ

თუ ადამიანის დაახლოება გსურთ, არამარტო ჯანმრთელი, ავადმყოფიც უნდა მიიღოთ. როცა ქალი ავადაა, უხეშობს, გაიხსენეთ, როგორ გრძნობთ თავს, როცა თავად ხართ ამ მდგომარეობაში. სწორედ ამ დროს უნდა დაუდგეთ გვერდში და აგრძნობინოთ, რომ დაიცავთ.

5. მასთან დაიძინეთ (სექსის გარეშე)

სექსის დროს ქალთან საწოლის გაზიარება მარტივია. სექსის გარეშე ჩვეულ კომფორტზე უარის თქმა კი გიჭირთ. თუ მასთან სექსი არ გაქვთ და უბრალოდ მის გვერდით წოლა გსიამოვნებთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ კიდევ ერთი სირთულე გადალახეთ. თუ ყველაფერი კარგად გამოგივათ, ეს სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგრძელდება.

6. ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად და დიდხანს უყურეთ თვალებში

თუ ერთმანეთს ხშირად უყურებთ თვალებში, ე.ი. თქვენს შორის საიდუმლოებები არ არსებობს. ბიოლოგიურად ეს ადამიანებს შორის ნდობის გაღრმავების დასტურია.

როცა თქვენს ურთიერთობაში რაიმე სახის ბარიერი გაჩნდება, ეს მეთოდი გამოიყენეთ. აუცილებლად იმოქმედებს.

7. მისი ოჯახის წევრების გაცნობა

ადამიანი მარტო არ იზრდება. ის გამუდმებით იმყოფება ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ. გაინტერესებთ, როგორი იქნება თქვენი პოტენციური ცოლი შუახნის ასაკში? მის დედას დააკვირდით. ის თუ როგორ გარემოცვაშია საიდუმლოებები არ არსებობს. ბიოლოგიურად ეს ადამიანებს შორის ნდობის გაღრმავების დასტურია.

როცა თქვენს ურთიერთობაში რაიმე სახის ბარიერი გაჩნდება, ეს მეთოდი გამოიყენეთ. აუცილებლად იმოქმედებს.

7. მისი ოჯახის წევრების გაცნობა

ადამიანი მარტო არ იზრდება. ის გამუდმებით იმყოფება ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ. გაინტერესებთ, როგორი იქნება თქვენი პოტენციური ცოლი შუახნის ასაკში? მის დედას დააკვირდით. ის თუ როგორ გარემოცვაშია აღზრდილი თქვენი პარტნიორი გოგონა, მასთან რჩება მომავალშიც. ამიტომ თუ მისი კიდევ უფრო ახლოს გაცნობა გსურთ, გაიცნით მისი ოჯახი.

8. არაფერი გააკეთოთ

ყველაზე ინტიმური, რაც შეიძლება ორმა ადამიანმა ერთმანეთს გაუკეთოს - "არაფერია".
ალბათ ყველაზე კომფორტულად თავს იმ ადამიანთან გრძნობთ, ვისთანაც შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდეთ. ან უბრალოდ წყნარად უყუროთ ტელევიოზორს. როცა არ ხართ ვალდებული "სიცარიელე" ურთიერთობით შეავსოთ.

სიახლოვის საუკეთესო ფორმა - გვერდიგვერდ წოლაა, როცა ერთმანეთის სუნთქვას უსმენთ.

თუ ისეთ ქალს შეხვდებით, ვის გვერდითაც ხმაამოუღებლად წოლა გსიამოვნებთ და თავს კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ყველაფერში და ყოველთვის თავისუფლად იქნებით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS