1. თუ ის გკოცნით დიდხანს და ვნებიანად...
კოცნაში სიყვარული აშკარავდება. თუ ის ვნებიანად და დიდხანს გკოცნით უდავოა, რომ თქვენთან სიახლოვე აბედნიერებს. კაცი არასდროს აკოქცებს გულით ქალს თუ არ უყვარს. უგულო კოცნა კი მშრალი და უემოციოა.
საყვარელი ადამიანის კოცნის შემდეგ ენდორფინი - ბენდიერების ჰორმონი - გამოიყოფა, რომელიც გაღიმებთ და კარგ ხასიათზე გაყენებთ. თუ თქვენი პარტნიორი ყოველი კოცნის შემდეგ იღიმის, ცხადია რომ უყვარხართ.
3. ყურადღებით გისმენთ
კაცები პაემანზე ხშირად დადიან და მრავალ ქალთან აბამენ ურთიერთობას. ქალებს საუბარი უყვართ. გგონიათ, მამაკაცები ყოველთვის უსმენენ მათ? არა, კაცი ისეთ სახეს იღებს თითქოს უსმენს, სინამდვილეში სხვა ქალს ათვალიერებს, ან უბრალოდ მისთვის უფრო საინტერესო საკითხზე ფიქრობს. თუ კაცი ყურადღებით გისმენთ, სიამოვნებით გესაუბრებათ და თვალს არ გაშორებთ - უყვარხართ.
4. თუ კაცი წელში გამართული დგას თქვენ გვერდით
როცა კაცი ქალს თავს აწონებს, ის მხრებშია გამართული. თუ კაცს უყვარხართ, სურს რომ თქვენს თვალში ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეს. ასევე კაცი თავს ამაყად გრძნობს, როდესაც საყვარელი ქალი მასთან ერთად არის. ეს სიამაყე სიარულის მანერაზეც აისახება. დადის წელში გამართული და კისერმოღერებული.
5. უმიზეზოდ გწერთ და გირეკავთ
უფროსი გირეკავთ თუ სურს, რომ დავალება მოგცეთ, ან გადაამოწმოს შეასრულეთ თუ არა დაკისრებული მოვალეობა. მეგობარი გირეკავთ, რომ პრობლემა გაგიზიაროთ და რჩევა გკითხოთ. ის კი უმიზეზოდ გიკავშირდებათ, მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება სურს. აშკარაა, რომ კაცს თქვენთან ურთიერთობა კომფორტს უქმნის.
6. განსაკუთრებულ საჩუქრებს გჩუქნით
სიტყვა ,, განსაკუთრებულში" ან მოვიაზრებ ძვირს. საჩუქრები, რომელსაც გაძლევთ, თქვენს ხასიათს და ცხოვრების სტილს შეეფერება. თუ კითხვა გიყვართ, იცის, რომ წიგნი უნდა გაჩუქოთ. თუ მოგზაურობა მოგწონთ, თქვენთვის კარავს ყიდულობს, თუ კარგად უკრავთ, გიტარას გჩუქნით... მისი საჩუქრები არ არის შემთხვევით შერჩეული.
ანდრეა ნარიანი